ჰოროსკოპი

რა გავლენას მოახდენს 27 ივლისის „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება სასიყვარულო ურთიერთობებზე?

რა გავლენას მოახდენს 27 ივლისის „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება სასიყვარულო ურთიერთობებზე?

Trend.ge-ს მკითხველმა იცის, რომ 27 ივლისს მთვარის დაბნელებაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება. გარდა მთვარის დაბნელებისა 27-28 ივლისი სავსემთვარეობაცაა. ასტროლოგები მას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ.

ვნახოთ, რა გავლენას მოახდენს სისხლიანი მთვარის დაბნელება სასიყვარულო ურთიერთობებზე.

1. გაიზრდება პარტნიორებს შორის სექსუალური ლტოლვა, მიზიდულობა - იგრძნობთ, რომ მხოლოდ მის გვერდით ყოფნა გსურთ. განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ საყვარელი ადამიანის სიყვარული და რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. 

BO-1 Custom embed code

2. იქნებით ემოციურები - იგრძნობთ ემოციების მოზღვავებას. გაგიჭირდებათ მათი კონტროლი. სწორედ ამ პერიოდში გადადგამთ ემოციურ ნაბიჯებს. შეიძლება ყოფილი პარტნიორის მონატრება მოგეძალოთ და თუ აქამდე თავს იკავებდით და ემოციებს აკონტროლებდით, ახლა ამას ვეღარ შეძლებთ.

BO-3 Custom embed code

ვინც მარტოხელაა, შესაძლოა აღნიშნულის გამო დეპრესიაში ჩავარდეს და მარტოობის განცდამ მთვარის დაბნელების პერიოდში განსაკუთრებით შეაწუხოს.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ ნეგატივის მოზღვავებას იგრძნობთ მთვარის დაბნელების დროს, დაწერეთ ყველა ნეგატიური ფიქრი და შემდეგ ეს ფურცელი დაწვით. ნახავთ, რომ ყველა სირთულე გაქრება და სასიამოვნო, ბედნიერი პერიოდი დაიწყება.

3. სასიყვარულო ურთიერთობაში იქნებით სპონტანურები - შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოთ, საკუთარი თავიც კი გააკვირვოთ. მაგ: მოსალოდნელია, რომ დაქორწინდეთ ახლადგაცნობილ ადამიანზე, ან სრულიად მოულოდნელად მიხვდეთ, რომ თქვენ პარტნიორი არ მოგწონთ და სპონტანურად, მოულოდნელად წახვიდეთ მისგან. 

BO-2 Custom embed code

4. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ პერიოდში გასცეთ დახმარება, გაუწოდოთ დამხარების ხელი მათ ვისაც სჭირდებათ - არ შეაქციოთ ზურგი ადამიანებს და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანს. მხარდაჭერა და გვერდით დგომა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

5. ნუ დაგავიწყდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა - ასტროლოგები ამბობენ, რომ თუ ხედავთ, ვერ აკონტროლებთ ემოციებს და ყველაფერი სასიყვარულო ურთიერთობაში ნამდვილი დრამისკენ მიდის, მთვარის დაბნელების დროს უბრალოდ იყავით მარტო და იზრუნეთ საკუთარ თავზე, განიტვირთეთ. შედეგად, დადებითი ემოციებით დაიმუხტებით და რადიკალური, მტკივნეული ნაბიჯების გადადგმას თავს აარიდებთ.

BO-4 Custom embed code



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>