როგორ უნდა ჩაიცვათ ზღვის სანაპიროზე მოდელებივით? – 7 ტრენდული იდეა
- 26.07.2018
ზაფხული აქტიურ ფაზაშია და შვებულების, დასვენებისა და გართობის პერიოდიც დაწყებულია. „ინსტაგრამის“ „ფიდი“ სავსეა არდადეგებზე, შვებულების, დასვენების დროს, სხვადასხვა საკურორტო ქალაქებში გადაღებული ფოტოებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, მოდელებისა და სხვადასხვა მოდური ბლოგერების ფოტოებით.
ჯიჯი ჰადიდი, ემილი რატაკოვსკი, ქენდალ ჯენერი და სხვა მოდელები ხშირად გვანებივრებენ მსგავსი ფოტოებით. ვნახოთ მათი მაგალითით, თუ როგორი სამოსი უნდა ჩავიცვათ იმისთვის, რომ მოდელებს ვგავდეთ.
1. ემილი რატაკოვსკი - ემილი გიგანტურ ქუდს იდეალურად უხამებს საცურაო კოსტიუმს, მას არც საყურეები ავიწყდება. როგორც ფოტოზე ჩანს, ამ ქუდს მრგვალი საყურე ძალიან უხდება. ემილის ზღვის სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმზე თხელი და თეთრი შარვალი აცვია.
2. ელსა ჰოსკი - წელს მოდელის ფავორიტია ზღვისფერი, ერთიანი საცურაო კოსტიუმი. მისი განუყოფელი ნაწილია თეთრი სათვალე, ხოლო მის თმაზე ბევრ ფოტოში შეამჩნევთ თმის პატარა აქსესუარს.
3. ჯიჯი ჰადიდი - მოდელს აცვია ერთიანი საცურაო კოსტიუმი და თუ მასთან ერთად შორტს ჩაიცვამთ, მაისურის ეფექტი ექნება. თეთრი ერთიანი საცურაო კოსტიუმი, ჯინსის შორტი, გამჭვირვალე სათვალე და ხელჩანთა ცისარტყელას ფერებში - ჯიჯი სწორედ ასე ქმნის იდეალურ ვიზუალს.
4. პალომა ელსესერი - ის არჩევანს ცისფერ, ორ ნაწილიან საცურაო კოსტიუმზე აჩერებს. საყურე და ყელსაბამი კი, ზღვის სანაპიროზეც განუყოფელი აქსესუარებია.
5. ლაურა ლავი - მოდელს ძალიან ელეგანტური და დახვეწილი ყავისფერი საცურაო კოსტიუმი აცვია. იდეალურ ვიზუალს კი ყელსაბამისა და შლიაპის გამოყენებით ქმნის.
6. ჯინ ადამსი - ლეოპარდის პრიტით გაფორმებული საცურაო კოსტიუმი, მწვანე ჩანთა, საცურაო კოსტიუმზე ჩასაცმელი ცისფერი სამოსი და ამავე ფერის საზაფხული ფეხსაცმელი - ადამსის 2018 წლის არჩევანი.
7. ბელა ჰადიდი - ბელა წელს სპორტული სტილის საცურაო კოსტიუმს ანიჭებს უპირატესობას. ამ საცურაო კოსტიუმის ქვედა ნაწილი ჩვეულებრივი შორტია. ბელა საკურორტო ქალაქში ამ სამოსით გადაადგილდება. მისი განუყოფელი ნაწილია წელზე გასაკეთებელი შავი ჩანთა და ასევე შავი სათვალე.
თემები: სტილი, ტანსაცმელი, საცურაო კოსტიუმი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>