ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთის მტრები არიან და ამას კამერების წინაც ვერ მალავენ
- 01.08.2018
ხშირად ვწერთ ჰოლივუდურ მეგობრობაზე, მაგრამ რეალურად ჰოლივუდში გაცილებით უფრო მეტ ვარსკვლავს იპოვნით ისეთს, რომლებიც მტრულად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი ვიდრე მეგობრულად.
ზოგიერთი ახერხებს ნეგატიური დამოკიდებულების დამალვას და ემოციებს საჯაროდ არ ავლენს, თუმცა ზოგს ეს არ შეუძლია და კამერების წინ, ყველაფერი სახეზე ეტყობათ.
ვნახოთ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილნი და ამას კამერების წინ ვერ მალავენ.
1. კეშა და ჯერი სინფილდი - ამ ვიდეოში კეშა ჯერი სინფილდის ჩახუტებას ცდილობს და რამდენჯერმე უმეორებს ჯერის, რომ მისი ჩახუტება სურს, მაგრამ სინფილდის პასუხი ასეთია: „არა მადლობა“. ეს საკმაოდ უხერხული და მტკივნეული მომენტია.
2. ჯიჯი ჰადიდი და ჰარი სტაილსი - მომღერალმა ჰარი სტაილსმა ჯიჯის მეგობრებს კენდალ ჯენერსა და ტეილორ სვიფტს ატკინა გული. ჰარი ამ ვარსკვლავების შეყვარებული იყო. როგორც ჩანს, ჯიჯიმ მეგობრებს სოლიდარობა გამოუცხადა. მან ჯგუფ One Direction-ის წევრის ჩახუტებას თავი აარიდა, ხოლო ბენდის დანარჩენ წევრებს თბილად მიესალმა. დააკვირდით ჯიჯის სახეს, ჰარისთან შეხვედრა მისთვის არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.
3. ჯენიფერ ლოურენსი და ჯეკ ნიკოლსონი - როდესაც ჯენიფერ ლოურენსს ოსკარი გადასცეს, ჯეკ ნიკოლსონი მასთან მისალოცად მივიდა, თუმცა ნუ მოტყუვდებით. მისი მისალოცი ტექსტი საკმაოდ უცნაური, ირონიული იყო და როგორც ტაბლოიდები წერდნენ მუქარის შემცველიც. „შენ ჩემს ძველ შეყვარებულს ჰგავხარ“, - ეუბნება ნიკოლსონი ლოურენსს. ბოლოს კი ამბობს: „მე შენ გელოდები“.
4. რაიან რეინოლდსი და კაილი ჯენერი - რაიანსა და კაილის ერთმანეთის გვერდით მოუწიათ ყოფნა Met Gala-ზე, თუმცა გოგონა ცდილობდა, რომ მისთვის ზედაც არ შეეხედა, ისე იქცეოდა, თითქოს მის გვერდით საერთოდ არავინ არ იყო.
5. ემი შუმერი, კიმ კარდაშიანი და კენი უესტი - ემის არ გაუმართლა რომ წითელ ხალიჩაზე წაიქცა და კიდევ უფრო არ გაუმართლა რომ კენი უესტისა და კიმ კარდაშიანის თვალწინ მოხდა ეს. თავად ნახეთ კენის რეაქცია.
6. ჯესიკა ლანჯი და ლეა მიშელი - სამწუხაროდ, ლეას მოუწია იმის სწავლა, როცა ლეგენდარული ჯესიკა გიახლოვდება, შეიძლება თან გაგიტანოს - „მე ჯესიკა ვარ, შენ არავინ“.
7. ბელა ჰადიდი და The Weeknd - ყველაზე უხერხული და მძიმე მომენტი ბელას ცხოვრებაში. მას მოუწია პოდიუმზე შეხვედროდა თავის ყოფილ შეყვარებულს. მომხდარით გამოწვეული ემოცია Victoria’s Secret-ის ანგელოზის სახეზე კარგად იკითხება.
8. შარლიზ ტერონი და შონ პენი - ეს ყველაზე საშინელი ჩახუტებაა წითელ ხალიჩაზე. ყოფილი წყვილი კანში, ფილმის პრემიერის დროს შეხვდა ერთმანეთს.
9. სკარლეტ იოჰანსონი და ჯონ ტრავოლტა - როგორც ფოტოზე ხედავთ, სკარლეტისთვის არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა ტრავოლტას მისალმება.
თემები: ცნობილი ადამიანები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები, ჰოლივუდის ვარსკვლავები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>