წიგნების კითხვა უმნიშვნელოვანესია. კითხვას ჩვენთვის ბევრი თვალსაზრისით მოაქვს სარგებელი - კითხვის პროცესი სასიამოვნოა, წიგნები გვეხმარება რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ სამყაროს, უკეთ შევიცნოთ ის, წიგნი ცხოვრებას სხვადასხვა პერსპექტივით გვიჩენებს, ის ჩვენი საუკეთესო კომპანიონია.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ზოგადად სწავლა ადამიანს აბედნიერებს და წარმატებისკენ უბიძგებს. თანამედროვე წარმატებული ადამიანების დიდი ნაწილი და მათ შორის ისეთები, როგორებიც არიან ბილ გეითსი და ოპრა უინფრი ამბობენ, რომ წარმატების მიღწევის გასაღები კითხვაა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ადამიანის გრაფიკი ძალიან გადატვირთულია, უამრავი ყოველდღიური პასუხისმგებლოობა გვაქვს და შესაძლოა, ვერ გამოვნახოთ დრო ამ სასიამოვნო საქმისთვის.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს სახლში მდიდარი ბიბლიოთეკა, ბევრი წიგნი და განცდა იმისა, რომ ერთ დღეს მათ წაკითხვას მოვახერხებთ.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგების განმარტებით, კარგია, თუ სახლში ბევრი წასაკითხი წიგნი დაგიგროვდათ.

ვნახოთ, რა სარგებელი მოაქვს არა წიგნების წაკითხვას, არამედ მდიდარ ბიბლიოთეკას.

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ თუ დრო არ გაქვთ წიგნის წასაკითხად, აუცილებლად წადით და იყიდეთ მაინც ის და თქვენი ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით გაამდიდრეთ. ამ შემთხვევაში, ადამიანის თვითრწმენა იზრდება. ის სახლში ქმნის განათლებული ადამიანის შესაფერ გარემოს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანი ამ დროს მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიღწევა შეუძლია. წიგნებით სავსე გარემო ერთგვარად უბიძგებს წარმატებისკენ.

მთავარია გქონდეთ წიგნები, მერე რა, თუ ჯერ ვერ ახერხებთ მათ წაკითხვას?! გექნებათ განცდა იმისა, რომ ერთ დღეს კითხვისთვისაც გამონახავთ დროს, ბევრი წაუკითხავი წიგნის დანახვა კი გიბიძგებთ, რომ ეს დრო მალე გამონახოთ.

ბესტსელერის, „შავი გედის“ ავტორი, მწერალი ნასიმ ნიკოლასი მხარს უჭერს ფსიქოლოგების ამ მოსაზრებას. ის ხუმრობს და მაგალითად მოჰყავს იტალიელი ავტორი, უმბერტო ეკო და მისი დამოკიდებულება წიგნებისადმი.

როგორც ცნობილია, ეკოს სახლში მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა - 30 000 წიგნით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი არ ჰქონდა წაკითხული, თუმცა ის ფაქტი, რომ სახლში უამრავი წიგნი ჰქონდა, მასზე პოზიტიურად მოქმედებდა.

როცა ადამიანს ბევრი წიგნი აქვს, როცა ხედავს ბევრ წასაკითხ წიგნს, ის კითხვის ერთგვარ შიმშილს გრძნობს. უბიძგებს მას, რომ როგორმე გამონახოს მათ წასაკითხად დრო.

ის, რომ სახლში ბევრი წასაკითხი წიგნი გაქვთ და კვლავ აგრძელებთ მათ ყიდვას, იცოდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ. ეს მიუთითებს, რომ გსურთ ცოდნის გაღრმავება, ახლის შეცნობა, რომ იცით წიგნების ფასი და რომ აუცილებლად გამონახავთ დროს უმეტესი მათგანის წასაკითხად.