LIFE

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

ვარსკვლავები თავიანთი ქმედებებით ხშირად გვიმტკიცებენ, რომ ისინი ჩვეულებრივი, უბრალო და ძალიან კეთილი ადამიანები არიან, რომ ზრუნავენ ადამიანებზე, მეგობრებზე, გარემოზე.

ვნახოთ აღნიშნულის 10 მტკიცებულება:

1. ჯენიფერ ანისტონი ეხმარება მოხუცს ძაღლის მიერ დაბინძურებული ქუჩა გაასუფთავოს - ვიღაცისთვის ეს შეიძლება დაუჯერებლია, მაგრამ ჯენი ასეთი კეთილი და მზრუნველია. 

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

2. ზაკ გალიფიანაკისი არ ივიწყებს ძველ მეგობრებს - ზაკს ჰყავს მოხუცი მეგობარი მიმი. მას შემდეგ, რაც მსახიობმა წარმატება მოიპოვა და გამდიდრდა, მიმიზე ზრუნვა არ დავიწყებია. მიმი უსახლკარო იყო და ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ზაკმა მას სახლი უყიდა და ზრუნავს მის ფინანსურ კეთილდღეობაზე. გარდა ამისა,ყოველთვის დაჰყავს თავისი ფილმების პრემიერაზე.

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

3. ტომ ჰენკსი და მისი ფანი - ამ მამაკაცს პიცერიაში ტომთან ერთად სახალისო და მეგობრული ფოტოს გადაღება სურდა და ტომმაც მას სურვილი აუსრულა.

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

4. ლეიდი გაგა არ ასხვავებს ადამიანებს - როცა მომღერალმა ქუჩაში უსახლკარი კაცი დაინახა მივიდა მასთან და ყვავილი მისცა, შემდეგ მასთან ერთად ფოტო გადაიღო. „არაფერზე იდარდო, ყველაფერი მოგვარდება, მითხრა მან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ მისი სიტყვები რამხელა სტიმული და რამხელა იმედი იყო ჩემთვის. ვერ წარმოიდგენთ რას ვგრძნობდი იმ მომენტში“, - ამბობს მამაკაცი.

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

5. დეივ გროლი - როკ-მუსიკოსი ცდილობს გაამხნევოს განსაცდელში მყოფი ხელოსნები, რომლებიც ინციდენტის შედეგად დაშავდნენ. „მინდა იცოდეთ, რომ როცა ყველაფერი დასრულდება სახლში ჩემი კონცერტის ორი ბილეთი და ცივი ლუდი გელოდებათ“, - უთხრა მომღერალმა მათ. ხელოსნები იხსენებენ, რომ იმ მომენტში ეს საუკეთესო და სტიმულის მიმცემი სიტყვები იყო, რომელმაც მათ ბრძოლის ძალა შემატათ.

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

6. მარკუს ქენონის მოულოდნელი ვიზიტი - ეს ბიჭი მარკუსის ფანია. ქენონი კი მივიდა მასთან, მიუტანა თასი, თავისი გუნდის მაისური და მაღაზიაში მთელი დღე მის გვერდით იმუშავა.

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

7. მაილი საირუსმა თავის ფანს ოცნება აუსრულა - მაილი საირუსი თავისმა გულშემატკივარმა გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა, მაგრამ მაილი ვერ წავიდა, თუმცა სანაცვლოდ თავის კონცერტზე დაპატიჟა. უფრო მეტიც, მაილიმ კულისები ისე მოაწყო, რომ ფანთან ერთად გამოსაშვები საღამოს მსგავსი ფოტოები გადაეღო. ასე რომ, მისი სურვილი აასრულა.

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

8. ანჯელინა ჯოლი და მისი გულშემატკივარი - ამ ქალს პანიკის შეტევა ჰქონდა. ანჯელინამ ეს შენიშნა და დაცვას სთხოვა, რომ ის როგორმე გარეთ გაეყვანა. ანჯელინაც თან გაჰყვა მას და გულშემატკივრებთან შესახვედრად არ დაბრუნებულა სანამ არ დარწმუნდა რომ ეს ქალი კარგად იყო. ჯოლიმ იზრუნა მასზე, ცრემლებიც კი მოსწმინდა საკუთარი ხელით და ბოლოს ფოტოც გადაიღო.

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ

9. ჯეიმი ფოქსი ნამდვილ გმირად გადაიქცა - როცა ვარსკვლავის სახლთან მანქანა იწვის, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს? - ჯეიმი ფოქსს არც უფიქრია, დაუყოვნებლივ გამოვიდა სახლიდან და მამაკაცს ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა. ფოტოზე კი მანქანაში მყოფის მამაა აღბეჭდილი, რომელმაც არ იცის მადლობა როგორ გამოხატოს ჯეიმი ფოქსის მიმართ.

BO-9 Instagram PostBO-10 Instagram Post

10. ტეილორ სვიფტს ოქროს გული აქვს - ამ გოგონას დილანი ჰქვია. ის სიმსივნით იყო დაავადებული და ერთ-ერთი სურვილი ტეილორ სვიფტთან შეხვედრა იყო. ეს შობის პერიოდში მოხდა. ტეილორმა მთელი დღე ამ გოგონასა და მისი ოჯახის გვერდით გაატარა.

ვარსკვლავური სიკეთე - 10 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოცრად თბილი გული აქვთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>