ვიზუალის სრულყოფილებისთვის წარბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დროთა განმავლობაში სამოსისა თუ მაკიაჟს ტრენდთან ერთად, წარბების მოდაც იცვლება.
გახსოვთ 90-იანი წლების ძაფივით წვრილი წარბები? - ალბათ გითქვამთ კიდეც რომ ეს ის ტრენდია, რომელიც აღარასდროს უნდა დაუბრუნდეს მოდას. გეტყვით, რომ სულ ტყუილად გქონდათ იმედი.
90-იანი წლების წვრილი წარბები კვლავ ტრენდული ხდება. მისი „გაცოცხლება“ კი რიჰანას უკავშირდება.
ბრიტანული „ვოგის“ ახალი ნომრის გარეკანზე ბარბადოსელი მომღერალია და მას 90-იანი წლების სტილში აქვს წარბები.
საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველივეს უარყოფითად შეხვდა და მომღერლის განახლებული ვიზუალი ბევრისთვის სახუმარო თემა გახდა.
„რირი ვერ მიბიძგებს, რომ ოდესმე ასეთი წარბები გავიკეთო“.
„ეს ის სტილია, რომელიც არასოდეს არ უნდა დაუბრუნდეს მოდა“.
„ვფიქრობ, ამ სტილის წარბები 90-იანი წლების თაობას აშინებს, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ის საინტერესო იქნება“, - წერენ „ინსტაგრამზე“ მოდური ბლოგერები.
მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქციისა, ძაფივით წვრილი წარბები თანდათან უფრო აქტუალური გახდება. განსაკუთრებით კი, შემოდგომაზე.
თემები: თმა, თავის მოვლა, კანი, ქალები, რჩევები, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>