ჰოროსკოპი

6 აგვისტოდან ვენერა სასწორშია - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში?

6 აგვისტოდან ვენერა სასწორშია - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში?

6 აგვისტოდან სიყვარულის პლანეტა, ვენერა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადადის და 9 სექტემბრის ჩათვლით სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშანში იქნება.

ასტროლოგები ამბობენ, რომ დროის ეს მონაკვეთი (6 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით) ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ყველაზე ტკბილი და ბედნიერი ეტაპი იქნება სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით.

6 აგვისტოდან ვენერა სასწორშია - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში?

დაბალანსებული და გაწონასწორებული სასწორი დადებით გავლენას მოახდენს რომანტიკულ ურთიერთობებზე.

BO-2 Custom embed code

უმნიშვნელოვანესია ბალანსის პოვნა. თუ შეძლებთ ამის გაკეთებას, ყველაფერი იდეალურად იქნება. სიყვარულისთვის ბევრი უნდა გასცეთ და ნახავთ, რომ აუცილებლად დაგიბრუნდებათ და ის ურთიერთობაც კი, რომელიც ახლა განწირული გგონიათ, გადარჩება და იმაზე გაცილებით მყარი გახდება, ვიდრე ოდესმე იყო.

6 აგვისტოდან ვენერა სასწორშია - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში?

თუ საყვარელ ადამიანს ღალატობთ და თქვენს ცხოვრებაში მესამე არსებობს, თქვენთვის რთული პერიოდი იწყება. სასწორი მტრულადაა განწყობილი მოღალატეების მიმართ. დიდი ალბათობით თქვენი ტყუილები გამოაშკარავდება და დრამებს თავს ვერ აარიდებთ.

ზოგადად კი, სასიყვარულო ურთიერთობებში იგრძნობთ კომფორტს, დაცულობას, იქნებით უფრო ბედნიერები. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე სამოგზაუროდ წახვალთ.

6 აგვისტოდან ვენერა სასწორშია - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში?

აუცილებლად უნდა იყოთ გულწრფელები და თუ რაიმე საიდუმლო გაქვთ, რომელსაც პარტნიორს უმალავთ, სჯობს ღიად უთხრათ, სანამ თავად გაიგებს. ამით კონფრონტაციას აარიდებთ თავს.

6 აგვისტოდან ვენერა სასწორშია - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში?

ეცადეთ ყველა პრობლემა ერთად გადაჭრათ, ჰკითხეთ ერთმანეთს რჩევები, არ უგულებელყოთ ერთმანეთის აზრები. იმოქმედეთ როგორც ერთმა მთლიანობამ.

თუ მარტოხელა ხართ, დროა დაიწყოთ ფიქრი ვინმესთან ურთიერთობაზე. ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები აუცილებლად იქნება წარმატებული. დროა, დაამთავროთ მარტო ცხოვრება. ისწავლეთ, როგორ გაუზიაროთ ბედნიერება სხვას.



<a href="https://www.yourtango.com/">https://www.yourtango.com/</a>