LIFE

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

საკუთარი ბიზნესის დაწყება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ თქვენი შემოსავალი გაიზარდოს. ვნახოთ, ის რვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამისთვის უნდა გადადგათ.

1. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ საკუთარი ბიზნეს იდეა - ეს ნაბიჯი განსაზღვრავს წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი თქვენი ბიზნესი. უნდა განსაზღვროთ თქვენი იდეის სუსტი და ძლიერი მხარეები და წინასწარ გათვალოთ სავარაუდო მოგება. 

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

2. ჩამოაყალიბეთ ბიზნესის განვითარებისთვის შესაბამისი გეგმა - როცა უკვე იცით რა ბიზნესით გსურთ დაკავება, უნდა გაწეროთ მისი განვითარების გეგმა. იცოდეთ ვინ იქნებიან პოტენციური კლიენტები, ვინ არიან კონკურენტები, სავარაუდო ფასები და მომსახურების პირობები, უნდა შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის შესაბამისი ლოკაცია.

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

3. უნდა განსაზღვროთ ასევე ვინ იქნებიან სავარაუდო პარტნიორები.

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

4. იპოვეთ ფულის წყარო - რა თქმა უნდა, ბიზნესს ვერ დაიწყებთ თუ გარკვეული თანხა არ გაქვთ. პირველ რიგში, საუკეთესო ვარიანტია, თუ რაიმე დანაზოგი გაქვთ და ამ თანხას დააბანდებთ ბიზნესში. თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ, მიმართეთ ბანკს, ინვესტორს, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს თქვენი ბიზნეს იდეით, მიმართეთ რაიმე ფონდს. 

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

5. შექმენით თქვენი გუნდი - წარმატებული საქმისთვის უმნიშვნელოვანესია საიმედო და ჭკვიანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნა.

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

6. დაარეგისტრირეთ თქვენი სტარტაპი, მიიღეთ ლიცენზია შესაბამისი საქმის კეთებისთვის. 

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

7. დააზღვიეთ საკუთარი ბიზნესი - ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომლის წყალობითაც თავს აარიდებთ დიდ ფინანსურ დანაკარგებს. 

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად

8. გათვალეთ თუ როგორ მიიზიდავთ მომხმარებელს - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ბიზნესის წარმატების განმსაზღვრელი. წინასწარ უნდა განსაზღვროთ მიზნობრივი აუდიტორია, ასევე ის, თუ სად განათავსებთ რეკლამას - შემოიფარგლებით სოციალური ქსელებით, თუ მიმართავთ სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

8 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად



<a href="http://boredarticles.com">http://boredarticles.com</a>