როგორი ჯინსის შარვალი უნდა ჩაიცვათ იმისთვის, რომ 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ?
- 07.08.2018
სამოსს ნამდვილად აქვს ჯადოსნური ძალა - მისი საშუალებით შეიძლება უფრო ასაკოვანს დავემსგავსოთ, ან პირიქით, გაცილებით უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ.
რა თქმა უნდა, ქალების უმეტესობას გვსურს, რომ გაცილებით ახალგაზრდული იერი გვქონდეს.
ვარსკვლავების სტილისტი, ანიტა პატრიკსონი ამბობს, რომ აღნიშნულის მიღწევა მარტივადაა შესაძლებელი სწორად შერჩეული სამოსის საშუალებით.
პატრიკსონი გამოყოფს ჯინსის შარვლის ერთ სტილს, რომელიც მისი თქმით, ქალს 10 წლით აახალგაზრდავებს.
„თუ მთხოვთ, რომ მხოლოდ ერთი სტილის ჯინსი დავასახელო, რომელიც 10 წელს მოგაკლებთ, თამამად გეტყოდით, რომ ეს არის მაღალწელიანი, ბოლოში გაშვებული შარვალი“, - ამბობს სტილისტი.
გარდა იმისა, რომ ამ შარვლის საშუალებით გაცილებით უფრო ახალგაზრდული იერი მოგეცემათ, ამავდროულად, ის წელს ტრენდულია. როგორც მოდის კრიტიკოსები წერენ ე.წ. შლაქსის ჯინსები შემოდგომაზეც შეინარჩუნებს აქტუალობას და თუ ჯერ ის არ შეგიძენიათ, რას ელოდებით? - იყავით ტრენდული და მარად ახალგაზრდა.
ვნახოთ ამ სტილის ჯინსის შარვლების რამდენიმე ფოტო:
თემები: ჯინსი, 2018 წლის ტენდენციები, შარვალი
<a href="https://www.whowhatwear.com">https://www.whowhatwear.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია