1. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს მარტო ყოფნის დროს ყველაზე მეტად რაიმის გამოცხობა, მომზადება აბედნიერებთ და ახალისებთ. ამ პროცესში მთელ თავიანთ ენერგიას და შემოქმედებით უნარს დებენ.

2. თევზები - თქვენ მარტო ყოფნის დროს ყველაზე მეტად სპა სალონში ვიზიტი გაგაბედნიერებთ. რელაქსაცია და განტვირთვა ყოველთვის გჭირდებათ.

3. ვერძი - თუ ისე მოხდა, რომ მარტო აღმოჩნდით, ყველაზე მეტად შემომედებითი საქმიანობით დაკავება გაგაბედნიერებთ. ასეთ დროს მოწყენილობისგან თავის დასაღწევად თქვენთვის საუკეთესო საშუალებაა ხატვა. მერე რა, თუ არ გეხერხებათ.

4. კურო - მარტო ყოფნის დროს დაკავდით ვარჯიშით, ირბინეთ, იყავით აქტიურები. ეს მარტო ყოფნის სევდას შეგიმსუბუქებთ და თავს მხიარულად, ბედნიერად იგრძნობთ.

5. ტყუპები - გიყვართ ფიქრი და საერთოდ, მარტოობაც ძალიან გხიბლავთ. ამ დროს გონებაში ათასი იდეა გიჩნდებათ. მარტო ყოფნის დროს კარგი იქნება თუ თქვენს ფიქრებს ფურცელზე გადაიტანთ, დაწერთ ემოციებისა და განცდების შესახებ. შესაძლოა საკუთარ თავში მწერალიც კი აღმოაჩინოთ.

6. კირჩხიბი - თქვენ ძალიან სენტიმენტალური ხართ. თქვენი მარტო ყოფნა არ შეიძლება. და თუ მაინცმოხდა ისე, რომ მარტო აღმოჩნდით, სასწრაფოდ იპოვნეთ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენს მარტოობას ბოლოს მოუღებს. არ არსებობს ისეთი საქმე, რომელიც მარტო ყოფნისას გაგაბედნიერებთ.

7. ლომი - მთავარია უსაქმოდ არ იყოთ. ნებისმიერი აქტივობა ბედნიერებას მოგანიჭებთ. დაალაგეთ საკუთარი ოთახი, დახატეთ, წაიკითხეთ წიგნი. თქვენ არ მიეკუთვნებით იმ ადამიანებს, რომლებიც მარტო ყოფნისას იწყენენ.

8. ქალწული - თუ მარტო ხართ, მოშორდით კომპიუტერს, ჩაკეტილ სივრცეს და წადით ბუნების წიაღში. გადაუღეთ ფოტოები ლამაზ ხედებს. ეს ყველაზე მეტად გაგაბედნიერებთ.

9. სასწორი - მარტო ყოფნისას დაკავდით იოგით. ამ მეთოდით ცხოვრებაში ბალანსს უფრო მარტივად იპოვნით და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

10. მორიელი - თქვენთვის სხვადასხვა აქტივობებით სრულიად მარტო დაკავება არასოდესაა პრობლემა. მარტო ყოფნის დროს წადით კინოში, ესეც კი დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ და სრულებით არ იგრძნობთ დისკომფორტს მარტოობის გამო.

11. მშვილდოსანი - საერთოდ, მარტოობა არ გიყვართ და ადამიანებთან ურთიერთობა გაბედნიერებთ ყველაზე მეტად, მაგრამ ზოგჯერ არის მომენტები, როცა საკუთარ თავთან გინდათ დარჩენა. ასეთ დროს თქვენთვის საუკეთესო აქტივობა იქნება სადმე, ბუნებაში წასვლა და ლამაზი ხედებით ტკბობა.

12. თხის რქა - მარტო ყოფნის დროს შეგიძლიათ რაიმე ახალი ჰობით დაკავდეთ. მაგალითად, მებაღეობით, ფოტოგრაფიით. ამით დიდ შვებას იგრძნობთ, ყოველდღიურ რუტინას თავს დააღწევთ და ბედნიერი იქნებით.