ჰოროსკოპი

11 აგვისტოს მზის ნაწილობრივი დაბნელებაა - რას გიწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები?

11 აგვისტოს მზის ნაწილობრივი დაბნელებაა - რას გიწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები?

11 აგვისტოს მზის ნაწილობრივი დაბნელებაა მოსალოდნელი. ასტროლოგი გრეგორი სკოტი ამბობს, რომ ახლა გეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიდან აღმოაჩინოთ ცხოვრების მიზანი. გარშემო ცეცხლის ატმოსფეროა შექმნილი, რაც ყველას წარმატების მიღწევისკენ უბიძგებს. დგება ბედნიერების ეტაპი. ყოველი წამისგან სიამოვნების მიღებას შეძლებთ.

შესაძლოა, ცხოვრებამ თქვენს სიძლიერეს, ფსიქოლოგიურ მდგრადობას გამოცდა მოუწყოს და არ უნდა შეშინდეთ. აუცილებლად შეძლებთ ყველა სირთულის დაძლევას.

11 აგვისტოს მზის ნაწილობრივი დაბნელებაა - რას გიწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები?

ასტროლოგ ჯეიმი პარტრიჯის თქმით, ახლა უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ და ამათზე უარი არ უნდა თქვათ. გაწერეთ წინასწარ, დაგეგმეთ თითოეული ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც სამომავლოდ გეგმავთ.

ეცადეთ გამოიმუშაოთ წარმატების მომტანი ჩვევები და დაივიწყოთ ის ჩვევები, რომლებიც ნეგატივით გავსებთ და წარუმატებლობისკენ გიბიძგებთ.

ასტროლოგ ჯინ უილის თქმით კი, მზის ნაწილობრივი დაბნელება გავლენას მოახდენს უკლებლივ ყველაზე იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს რაღაც ახლის დაწყებისკენ უბიძგებს. თქვენს ცხოვრებაში ახალი თავი დაიწყება. შეძლებთ ნეგატივის მოშორებას და ახალ შესაძლებლობებს მიიღებთ. ეს შესაძლებლობები კი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.

11 აგვისტოს მზის ნაწილობრივი დაბნელებაა - რას გიწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები?

ეცადეთ, იყოთ მშვიდები, აკონტროლოთ ემოციები. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დადებითი ენერგიით დაიმუხტებით. იგრძნობთ მოტივაციას, იგრძნობთ, რომ თქვენ ხელშია ყველაფერი და თუ მოინდომებთ ყველაფრის მიღწევას შეძლებთ.

საბოლოო ჯამში, ყოველივე დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. განსაკუთრებით კი, ფინანსებზე. მილიონერი არ გახდებით, მაგრამ შეძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას, კრედიტის დაფარვას, ვალის გადახდას.



<a href="https://www.express.co.uk">https://www.express.co.uk</a>