რატომ არიან განსაკუთრებულები ის გოგონები, რომლებსაც მამაკაცი მეგობრები ჰყავთ - 7 მიზეზი
- 15.08.2018
შესაძლოა, ეს ბევრისთვის რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მეგობრები გყავს, შესანიშნავია.
ქალებს, რომლებსაც მამაკაცი მეგობრები ჰყავთ, სხვაგვარად უყურებენ სამყაროს და მათთვის ბევრი საკითხის მოგვარება უფრო მარტივია. ფსიქოლოგების განმარტებით ქალები, რომლებსაც მამაკაცი მეგობრები ჰყავთ, განსაკუთრებული და გამორჩეულები არიან.
ვნახოთ აღნიშნულის დამადასტურებელი 7 მიზეზი:
1. მათ უკეთ შეუძლიათ ურთიერთობების აწყობა - ისინი უფრო მეტად ენდობიან ადამიანებს, უფრო მეტად გახსნილები, გულწრფელები და სასიამოვნოდ მოსაუბრეები არიან. უყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია.
2. ისინი მხიარულები არიან - ქალები, რომლებსაც მამაკაცი მეგობრები ჰყავთ, არიან უფრო მეტად მხიარულები, უფრო მეტად პოზიტიურები. მათ არ უყვართ ნეგატივით ცხოვრების ავსება, ჭორაობა, სხვებზე ზურგს უკან საუბარი.
3. მათ არ ეშინიათ სიახლეების - და უფრო მეტიც, უყვართ სიახლეები და მუდამ ძიებაში არიან. მოსწონთ ექსპერიმენტები, არ მოსწონთ მოწყენილობა და ცდილობენ, რაც შეიძლება გააფერადონ და მეტი სიახლე შეიტანონ ცხოვრებაში.
4. ისინი გულმავიწყები არიან - ქალები, რომლებიც მეგობრობენ მამაკაცებთან, როგორც წესი, გულმავიწყები არიან. ისინი მალე ივიწყებენ ყოველგვარ ნეგატივს და ცდილობენ, მხოლოდ დადებითი დაინახონ, პოზიტივზე კონცენტრირდნენ.
5. ისინი უკეთესი შეყვარებულები არიან - ქალებმა, რომლებიც მამაკაცებთან მეგობრობენ, იციან მათი საიდუმლოები, იციან, თუ რაზე ფიქრობენ მამაკაცები, რა სურთ მათ და რა სჭირდებათ ურთიერთობებში. მათ უნიკალური უნარი აქვთ სასიყვარულო ურთიერთობაში შენარჩუნონ სიმყარე და ის ბედნიერ, მხიარულ და საინტერესო თავგადასავლად აქციონ.
6. მათ იციან რას გრძნობენ კაცები - ქალი, რომელიც მეგობრობს მამაკაცებთან, ბუნებრივია დიდ დროს ატარებს მათთან და შესაბამისად, ბევრს სწავლობს მამაკაცის ბუნების შესახებ. სწორედ ამიტომ, ასეთმა ქალებმა შესანიშნავად იციან მამაკაცების გრძნობების შესახებ და იციან, როგორ გაუგონ მათ. მათ შეუძლიათ ერთი შეხედვით მიხედვით მიხვდნენ, თუ რაზე ფიქრობენ ისინი, რა აწუხებთ და ასევე შეუძლიათ პრობლემიდან გამოსავალი მარტივად აპოვნინონ.
7. ისინი უფრო მშვიდები არიან - ქალები, რომლებიც მამაკაცებთან მეგიბრობენ, როგორც წესი, უფრო მშვიდები არიან. როცა პრობლემები აქვთ, არ ღელავენ და მშვიდად, მძაფრი ემოციების გარეშე აგვარებენ მათ.
თემები: მეგობრობა, ქალები, რჩევები
<a href="https://gottadotherightthing.com">https://gottadotherightthing.com</a>