2018 წელს შესრულდა 10 წელი მას შემდეგ რაც ეივონი საქართველოში შემოვიდა. „10 წელი სილამაზის სამსახურში“ - ეს არის მესიჯი რომელსაც კომპანია თავის მომხმარებლებსა და წარმომადგენლებს უგზავნის.

"ეივონმა" საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე მოიპოვა ლიდერის პოზიცია დეკორატიული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის პირდაპირ გაყიდვებში.

„ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს, ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა!“ აცხადებენ "ეივონ საქართველოს" წარმომადგენლები.

მართლაც, დღეს "ეივონს" საქართველოში წარმოადგენს 20 000-ზე მეტი ქალი, რომლისთვისაც ეივონი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ეიოვონის პროდუქტები სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარულობით სარგებლობს, კატალოგში ყოველწლიურად ჩნდება ახალი ინოვაციური ბრენდები - დეკორატიული კოსმეტიკისა და კანის მოვლის საშუალებები, რომელიც პასუხობს უახლეს ტენდენციებს.

კომპანია ამაყობს იმ ფაქტით, რომ ეივონის ტუჩსაცხი, საქართველოში ყოველი მეოთხე ქალის ჩანთაშია და ყოველ სამ წუთში იყიდება ეივონის ორი არომატი.

ეივონმა 10 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა. 2018 წლის 30 აგვისტოს, სასტუმრო ჰუალინგში გამართულ წლიურ გაყიდვების კონფერენციაზე ეივონმა უმასპინძლა 500 -მდე ბიზნეს ლიდერსა და საერთაშორისო სტუმარს.