Panasonic-ისა და Cirque du Soleil-ის თანამშრომლობა შემთხვევითი არაა, ელემენტების - Bring Magic Alive რეკლამირების კონცეფცია ძალიან ახლოსაა Cirque du Soleil-ის ფანტაზიებთან და ამ ჯადოსნურ სამყაროში კომპანია იწვევს თავის ყველა გულშემატკივარს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

Panasonic-ის ელემენტები ისევე „აცოცხლებს“ საყვარელ ტექნიკას, სათამაშოებს და სხვადასხვა მოწყობილობებს, როგორც Cirque du Soleil-ის მსახიობები უსაზღვრო ნიჭითა და ოსტატობით სიცოცხლეს შთაუნერგავენ არაჩვეულებრივ დადგმებს/წარმოდგენებს, აღვიძებენ ადამიანების გრძნობებს და ამძაფრებენ ემოციებს.

გარდა პროდუქციის ხაზისა, რომელიც წარმოდგენილია Cirque du Soleil-ის მსახიობების სასცენო ფოტოების თანხლებით, თანამშრომლობის ფარგლებში დამატებით ონლაინ კონკურსიც იწყება. კონკურსი ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას მოსინჯოს საკუთარი თავი Cirque du Soleil-ის არტისტის როლში და შექმნას საკუთარი შოუ.

ვებ-გვერდზე cirquedusoleil.panasonic-batteries.com რეგისტრაციის შემდეგ, „არტისტმა“ თავის ვირტუალურ დარბაზში რაც შეიძლება მეტი მეგობარი უნდა მოიწვიოს.

თითოეული მაყურებლის სანაცვლოდ გროვდება ქულები და ამ ქულებით მოგვიანებით შესაძლებელია Cirque du Soleil-ის ყველაზე შთამბეჭდავი ნომრების ვიდეორგოლების ნახვა. მონაწილეები, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებზე ყველაზე მეტ მაყურებელს შეაგროვებენ, მიიღებენ მთავარ პრიზებს.

გამარჯვებული დეკემბრის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. ის კომპანიის ერთ-ერთ მუდმივ შოუზე ლას ვეგასში (აშშ) გაემგზავრება. დანარჩენი მონაწილეები კი Cirque du Soleil-ის საფირმო სუვენირებსა და Panasonic-ის პროდუქციას გაინაწილებენ.