მამაკაცების 7ფარული შიში, რომლის შესახებაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
- 05.10.2018
1. ქორწილი
აშშ-ს ქალაქ კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ დასაქორწინებელი მამაკაცების 60 %, რომლებიც საყვარელ გოგონასთან ერთად ცხოვრობენ, ეშინიაღ თუ რა მოხდება დაქორწინების შემთხვევაში. ეს ყველაფერი საკუთარი ძალებში დაურწმუნებლობის შედეგია, რაც რჩეულის მიმართ ეჭვებს აჩენს.
2. იყოს სასაცილო
არსებობს აზრი, რომ ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის სერიოზული და თავდაჭერილია, ის კი, ვინც იწვევს გარშემომყოფების ღიმილს, - წარუმატებელი და სუსტი. ასეთი იმიჯი გავლენას ახდენს მამაკაცის თვითშეფასებაზე, ამიტომ იხუმრეთ მასთან ერთად, უყურეთ კომედიებს, მოუყევით ანეგდოტები. ეს დაეხმარება მას მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.
3. რას იტყვის დედა რჩეულის შესახებ
იშვიათია მამაკაცი, რომელიც დედის აზრს არ ითვალისწინებს. ეს ბუნებრივია, რადგან დედა ბავშვობიდან აკონტროლებს თავისი ვაჟიშვილის ცხოვრებას, ზრდასრულ ასაკში კი ვერ ახერხებს ბოლომდე განთავისუფლდეს მშობლის წნეხისგან. ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ ინტერესი მომავალი დედამთილის მიმართ და ღიად გამოხატული სურვილი მოეწონოთ მას.
4. „ქალის ჭკუაზე დადიხარ...“
მოისმინო რჩეულის რჩევები და თანაც გაითვალისწინო ისინი, მარტივი არაა. კაცებს ეშინიათ ამ სიტყვების გაგონების - „ბიჭო, ქალის ჭკუაზე დადიხარ?“. ასე შეიძლება უთხრან დასაოჯახებელმა მეგობრებმა, რომლებიც შემდეგ თავადაც შეეფარებიან ცოლის კალთას.
5. ვერ გაიგო, რა უნდა მას
მამაკაცები მიჩვეულები არიან გარკვეულობასა და მკაფიოობას, მაგრამ ხანდახან რჩეულისგან ძალიან აბსტრაქტულ შეკითხვებს იღებენ, რომლის პასუხებსაც ასე უცებ ვერ იპოვი. ეს თავგზას უბნევთ. ამიტომ, როდესაც სიტუაცია საკამათოა, ყველაფერს აჯობებს პირდაპირ დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვა.
6. იყოს ცუდი მამა
მამაკაცებს სურთ, რომ მათი შვილები ამაყობდნენ საკუთარი მამით. იმისათვის, რომ თქვენს პარტნიორს ეს ოცნება აუხდეს, ერთობლივად განიხილეთ, როგორ ხედავთ ბავშვის აღზრდას და ვინ რა ვალდებულებებს აიღებს საკუთარ თავზე.
7. დაბერების
ტვირთად დააწვე ახლობლებს - აი, რასთან ასოცირდება სიტყვა „სიბერე“ მამაკაცის თავში. სამწუხაროდ, დროს ვერ დააბრუნებ, და დაბერების პროცესი შეუქცევია. მაგრამ ახლობლებთან თბილი ურთიერთობები და ოჯახის მხარდაჭერა უნდა იქცეს ისეთ მუდმივობად, რომელიც დაეხმარება ცხოვრების რთული მომენტების გადალახვაში.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, ქალები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>