ჰოროსკოპი

რა გავლენას მოახდენს ოქტომბრის ახალი მთვარე თქვენს ცხოვრებაზე?

რა გავლენას მოახდენს ოქტომბრის ახალი მთვარე თქვენს ცხოვრებაზე?

8 ქოტომბერს ახალმთვარეობაა. ახალი მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ექცევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი.

რვა ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს ახალი ენერგიით აავსებს.

რა გავლენას მოახდენს ოქტომბრის ახალი მთვარე თქვენს ცხოვრებაზე?

სასწორის ზოდიაქოს ნიშანს, ასტროლოგიის მიხედვით, სიყვარულის მფარველი პლანეტა, ვენერა განაგებს და მიუხედავად ვენერას რეტროგრადირებისა, ახალმთვარეობის დროს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა გამყარდება და რომანტიკული მაგიით აივსება.

რა გავლენას მოახდენს ოქტომბრის ახალი მთვარე თქვენს ცხოვრებაზე?

სასწორის ზოდიაქოს ნიშანი მშვიდობასთან, სიყვარულთან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებთან ასოცირდება. განსაკუთრებული შარმი, სოციალური თვალსაზრისით აქტივობა, კომუნიკაცია - ეს არის სასწორის მთავარი ენერგეტიკა და ახალი მთვარის პერიოდში ეს საკითხები წინა პლანზე წამოიწევს.

იგრძნობთ სიმშვიდესა და ბალანსს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასწორი მართალია საუკეთესო დიპლომატია, მაგრამ ამავდროულად, ცოტა მშიშარაა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ ურთიერთობებში შიშმა არ შეგიპყროთ.

დაკავდით რაიმე სახელოვნებო საქმიანობით. არაუშავს თუ საკუთარ თავში მსგავს ნიჭს ვერ პოულობთ. გააკეთეთ ისე, როგორც გამოგდით. არ არის აუცილებელი პიკასო იყოთ, დახატეთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ეს დიდ შვებას და სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

რა გავლენას მოახდენს ოქტომბრის ახალი მთვარე თქვენს ცხოვრებაზე?

იქნებით უფრო მომხიბვლელები და გარშემომყოფების აღფრთოვანების ობიექტები გახდებით.

გირჩევთ, გაალამაზოთ თქვენი საცხოვრებელი გარემო სხვადასხვა ფერებით, ყვავილებით, მოუსმინოთ მუსიკას, ეცადოთ დრო საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

ყურადღება მიაქციეთ ჩაცმის სტილს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ ჩაიცვათ მუქიფერის სამოსი. მხიარულ და ღია ფერებზე შეაჩერეთ არჩევანი.

რა გავლენას მოახდენს ოქტომბრის ახალი მთვარე თქვენს ცხოვრებაზე?

სამყაროსგან დადებით ენერგიას მიიღებთ და ახალი მთვარის ენერგეტიკა მთელი თვის განმავლობაში გაგყვებათ თუ რვა ოქტომბერს შესაბამისად დაგეგმავთ. იდეალური იქნება თუ საყვარელ ადამიანთან ერთად საცეკვაოდ წახვალთ, ან რომანტიკულ საღამოს მოაწყობთ მყუდრო გარემოში.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კონფლიქტები აირიდოთ თავიდან. ეცადეთ სამომავლო გეგმებზე სწორედ ამ დღეს ისაუბროთ. ასტროლოგების მტკიცებით, თუ მომავალს ახალი მთვარის დროს დავგეგმავთ, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მოხდება და აუცილებლად მივიღებთ ცხოვრებისგან იმას, რაც გვსურს.



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>