LIFE

10 სევდიანი ფილმი მათთვის, ვისაც ტირილი სჭირდება

10 სევდიანი ფილმი მათთვის, ვისაც ტირილი სჭირდება

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ადამიანებს ტირილი ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისგან, დავიხარჯოთ ბოლომდე და ცხოვრებას სხვა თვალით შევხედოთ.

თუ ტირილი გსურთ და გჭირდებათ ამაში ფილმები დაგეხმარებათ. 10 სევდიანი ფილმი, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ.

1. “უბის წიგნაკი“/The Notebook - ფილმი, რომელიც ალბათ ყველას ნანახი გაქვთ, თუმცა რამდენჯერაც უნდა ნახოთ, ყოველ ჯერზე დაგასევდიანებთ და ცრემლებს მოგგვრით. ფილმი რომანტიკულ, დიდ სიყვარულზე გვიყვება და გვიტოვებს განცდას, რომ როგორც უნდა გვიყვარდეს, თანაცხოვრების გზა ერთ დღეს აუცილებლად წყდება და სადღაც მთავრდება. 

2. “შენი სახელი დამიძახე“/Call Me By Your Name - იტალიური სცენარი და სიყვარულის ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ. 

3. „როგორები ვიყავით“/The Way We Were -ფილმში ბარბრა სტრეიზანდისა და რობერტ რედფორდის დაუჯერებელ ქიმიურ კავშირს ნახავთ. მოისმენთ საოცარ საუნდტრეკებს და აუცილებლად გაგახსენდებათ დაკარგული სიყვარული.

4. „მულენ რუჟი“/Moulin Rouge - მხიარული, სიყვარულით სავსე ფილმი მოულოდნელი, დაუჯერებელი დასასრულით.

5. „მონანიება“/Atonement - ფილმში ნახავთ, თუ როგორ დაუნგრევს ახალგაზრდა გოგონა შეყვარებულ წყვილს ცხოვრებას და თვითონაც როგორ ნადგურდება საკუთარი შეცდომის გამო.

6. „ფოლადის მაგნოლიები“/Steel Magnolias - თუ თქვენში მცირედი ემოციები მაინც არის, შეუძლებელია ეს ფილმი ცრემლების გარეშე ნახოთ. ფილმი ექვსი ქალის საოცარ ისტორიას გვიყვება.

10 სევდიანი ფილმი მათთვის, ვისაც ტირილი სჭირდება

7. „ტიტანიკი“/Titanic - ვფიქრობთ, ამ ფილმზე ბევრჯერ გიტირიათ.

8. „მაღლა“/UP – ეს არის ანიმაცია, რომელიც 78 წლის მოხუცისა და რვა წლის ბავშვის ამაღალვებელი თავგადასავალს გვიამბობს.

9. „ჩემი ძაღლი სკიპი“/My Dog Skip - ოთხფეხა მეგობრის ამბავი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის.

10. A Song to Remember - თუ ძველი ჰოლივუდური ფილმები გხიბლავთ, მაშინ ამას აუცილებლად უნდა უყუროთ. სურათი 1945 წელს გამოვიდა.

10 სევდიანი ფილმი მათთვის, ვისაც ტირილი სჭირდება



<a href="https://www.marieclaire.com">https://www.marieclaire.com</a>