შემოდგომის მაგია - 11 რამ, რის გამოც წელიწადის ეს დრო განსაკუთრებით გვიყვარს
- 09.10.2018
შემოდგომა წელიწადის განსაკუთრებულად ფერადი და რომანტიკული დროა. ადამიანების დიდ ნაწილს ის მიუხედავად წვიმების და ღრულიანი ამინდებისა, ძალიან უყვარს.
ვნახოთ რა არის შემოდგომის მთავარი მაგია - 1 რამ, რის გამოც წელიწადის ეს დრო განსაკუთრებულია:
1. სხვადასხვა შეფერილობის ფოთლები, ფოთოლცვენა ულამაზესი სანახავია.
2. ვხედავთ როგორ იცვლება სამყარო, მწვანე ფერი როგორ იღებს სხვადასხვა, განსაკუთრებულ, განსხვავებულ და ძალიან ლამაზ შეფერილობას.
3. ამ დრო ბაღებში საოცარი სურნელი ტრიალებს - შემოდგომის სურნელი.
4. ყოველ დილით, მზეს თითქოს განსხვავებული შეფერილობა აქვს, მისი ფერიც გარემოს ერწყმის.
5. კიდევ უფრო ლამაზია სამყარო მზის ჩაცვლის დროს, ყველაფერს მკვეთრი ნარინჯისფერი დაჰკრავს.
6. ეცადეთ შემოდგომაზე აუცილებლად გაატაროთ მთაში რამდენიმე დღე მაინც - სწორედ მთაში შეიგრძნობთ შემოდგომის ნამდვილ სურნელს. ამ დროს ტყეს ისეთი ფერი აქვს, თითქოს ცეცხლი უკიდია.
7. შემოდგომის ქარის ხმაური და ქუჩებში მიმოფანტული ფოთლები, რომანტიკული სანახაობაა.
8. შემოდგომას განსაკუთრებული სიმყუდროვის შეგრძნება მოაქვს.
9. ეს შარფების მოყვარულთა სეზონია - თბილ სამოსში გამოწყობილებს დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან გხიბლავთ ფოთლების ხალიჩაზე სიარული.
10. შემოდგომა - ეს ცხელი ჩაისა და ჩაის ჭიქით გაყინული თითების გათბობის სეზონია.
11. ვიცით, რომ გიყვართ პლედში გახვეულებს ფანჯრიდან შემოდგომის წვიმის ყურება. ამ დროს წიგნის კითხვა განსაკუთრებით სასიამოვნოა.
თემები: ფსიქოლოგია, სიმშვიდე, ბედნიერება, განწყობა, წარმატება, შემოდგომა, შემოდგომის ტრენდი
<a href="https://lifestyle.allwomenstalk.com">https://lifestyle.allwomenstalk.com</a>