სილამაზე

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

შემოდგომაზე გარდა იმისა, რომ გარდერობის განახლებაზე უნდა იზრუნოთ, დროა თმის სტილს, ვარცხნილობასაც მიაქციოთ ყურადღება. იმისთვის, რომ ტრენდული ვიზუალი შექმნათ, მოდური ვარცხნილობა ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია.

ვნახოთ ვარსკვლავების სტილისტების რეკომენდაცია - როგორი ვარცხნილობაა 2018 წლის შემოდგომაზე ტრენდული:

1. 90-იანი წლების სტილი, საშუალო სიგრძის თმა - ქენდალ ჯენერისა და ბელა ჰადიდის სტილისტი, ჯენ ატკინი ამბობს, რომ ეს ვარცხნილობა სეზონის მთავარი ტრენდია. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მუქი ფერის თმას ატარებს.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

2. ძალიან გრძელი, ოდნავ დატალღული თმა - დები ოლსენების სტილისტის, მარკ ტოუსენდის აზრით, რომანტიკულ შემოდგომას განსაკუთრებით გრძელი თმა უხდება. შეგიძლიათ დაკოტა ჯონსონსა და ელიზაბეტ ოლსენს მიბაძოთ.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

3. ბობი - ჯენიფერ ლოურენსის, ამანდა სეიფრიდისა და ემილია კლარკის სტილისტი ჯენიჩო გახლავთ, რომელიც ნამდვილად ამკვიდრებს ახალ ტენდენციებს. ემილიამ სულ ახლახანს შეიჭრა ბობი და დრაკონების გრძელთმიანი დედა შემოდგომის ტრენდულ ქალად იქცა. სტილისტი ამბობს, რომ ასეთი ვარცხნილობა განსაკუთრებით ქერა თმას უხდება.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

4. ბობი, ტალღოვანი თმით - ეს არის ოდნავ გრძელი ბობი. ვარსკვლავების სტილისტი, ჩედ ვუდი ამბობს, რომ ეს ვარცხნილობა ნებისმიერი ტიპის სახეს აბსოლუტურად ცვლის. თუ თვლით, რომ ცვლილებების დრო დადგა და ამავდროულად გინდათ, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ, მაშინ ეს ვარცხნილობა უნდა სცადოთ.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

5. 60-იანი წლების სტილით ინსპირირებული ვარცხნილობა ე.წ. ჩოლკით - ქაილი ჰითი არის სტილისტი, რომელიც ნიკოლ კიდმანისა და სოფია ვერგარას შეუდარებელი თმისა და ვარცხნილობების ავტორია. მისი შექმნილი სტილი დიდ გავლენას ახდენს მოდაზე და სწორედ ქაილის უკავშირდება 60-იანი წლების სტილის მოდაში დაბრუნება.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

6. თუ ხუჭუჭა თმა გაქვთ - სტილისტი დინა ბრაუნი ამბობს, რომ შემოდგომა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენს კულულებს ხაზი გაუსვათ და იყოთ უბრალოდ ბუნებრივები. არ შეეცადოთ მის გასწორებას და რაიმე ვარცხნილობის გაკეთებას. თქვენი კულულები შემოდგომის მთავარი ტრენდია.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

7. ბობი სწორი თმით - საქმიანი და ტრენდული ქალის ვარცხნილობა.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

8. ძალიან მოკლედ შეჭრილი თმა - ვარცხნილობა, რომელიც ქუდის ეფექტს ქმნის. ეს არის ექსტრავაგანტული და ტრენდული ვარცხნილობა მათთვის, ვინც რაიმე განსხვავებულ სტილს ეძებს.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

9. გრძელი თმა, ბოლოში კულულებით - აღსანიშნავია, რომ წინ, სახესთან მოკლედ უნდა შეიჭრათ, თუმცა ისეც არა, რომ „ჩოლკა“ გამოვიდეს.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან

10. ე.წ. კარე - ეს ვარცხნილობა ყოველთვის ბრუნდება მოდაში და 2018 წლის შემოდგომაზეც განსაკუთრებით აქტუალურია.

შემოდგომის 10 ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა - რეკომენდაცია ვარსკვლავების სტილისტისგან



<a href="https://www.bustle.com">https://www.bustle.com</a>