LIFE

თუ თქვენს ყოფილ შეყვარებულს თქვენთან მეგობრობა სურს, ის ფსიქოპათია - მეცნიერული დასკვნა

თუ თქვენს ყოფილ შეყვარებულს თქვენთან მეგობრობა სურს, ის ფსიქოპათია - მეცნიერული დასკვნა

„შეგვიძლია, მეგობრებად დავრჩეთ“, - ალბათ ადამიანების დიდ ნაწილს მოუსმენია ყოფილი რომანტიკული პარტნიორისგან ეს, ან მსგავსი ფრაზა. ბევრი ფიქრობს, რომ ყოფილთან მეგობრობაში უჩვეულო არაფერია და ეს ურთიერთობის ცივილურ ფორმადაც ითვლება, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მეცნიერული დასკვნა არსებობს.

თუ ოდესმე გიფიქრიათ რატომ უნდა იყოთ ყოფილი პარტნიორის მეგობარი, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, ან რამდენად სასიამოვნოა ყოფილთან მეგობრობა? ფსიქოლოგებმა აღნიშნულ კითხვებზე პასუხების პოვნა სცადეს და მათ დასკვნას შეგვიძლია შოკისმომგვრელიც ვუწოდოთ.

თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევის მიხედვით, ადამიანს, რომელსაც ყოფილ რომანტიკულ პარტნიორთან მეგობრად დარჩენა სურს, უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები აქვს. უფრო მეტიც, ის ნარციზისმისკენ და ფსიქოპათიისკენაა მიდრეკილი.

ასე რომ, თუ თქვენს ყოფილს თქვენთან მეგობრობა სურს, იცოდეთ, რომ ერთდროულად ნარცისთან და ფსიქოპათთან გაქვთ საქმე.

თუ თქვენს ყოფილ შეყვარებულს თქვენთან მეგობრობა სურს, ის ფსიქოპათია - მეცნიერული დასკვნა

კვლევის მიხედვით, ყოფილ შეყვარებულს თქვენთან მეგობრობა იმიტომ კი არ უნდა, რომ ისევ უყვარხართ, ან დარდობს თქვენზე, არამედ იმიტომ, რომ თქვენზე გავლენის მოხდენა და თქვენით მანიპულირება შეძლოს.

საიდუმლო არ არის ის, რომ ნარცის ადამიანს არ უყვარს ვინმეს დაკარგვა და განშორება, ეს მისთვის წარუმატებლობასთან და მარცხთანაა დაკავშირებული, არ უყვრხართ, მაგრამ მაინც სურს, რომ მის გვერდით იყოთ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ნარცისიზმისკენ და ფსიქოპათიისკენ მიდრეკილი ადამიანები ვერ იტანენ, როცა თავიანთ ყოფილებს ბედნიერებს ხედავენ, როცა ხედავენ, რომ მას სხვა პარტნიორი ჰყავს.

ასე რომ, ეცადეთ თავი დაიცვათ ყოფილი პარტნიორის მავნე გავლენისგან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყოფილთან მეგობრობას არავისთვის მოაქვს კარგი შედეგი. სჯობს, დაშორების შემდეგ გაწყვიტოთ კავშირი და გააგრძელოთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ურთიერთობის დაწყებაში და ცხოვრების ბედნიერად წარმართვაში, დიდი ალბათობით, ხელი შეგეშლებათ. 



<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>