2015 წელს HUGO BOSS-ის მამაკაცის სუნამო — Boss The Scent for him Eau de Toilette გამოვიდა და პარფიუმერულ ბაზარზე გამოჩენისთანავე ბესთსელერად იქცა. მალე, 2016 წელს, მისი მეწყვილე — ქალის Boss The Scent for her Eau de Parfum ვიხილეთ.
მას შემდეგ ბრენდმა BOSS THE SCENT–ის არომატები რამდენიმეჯერ განაახლა, 2018 წლის შემოდგომაზე კი, კიდევ ორი სიახლე შემოგვთავაზა: მამაკაცის Boss The Scent Private Accord for him და ქალის Boss The Scent Private Accord for her.
როგორც გახსოვთ, ორივე არომატის საბაზისო ნოტი მოხალული კაკაოა და ორივე მათგანი მოტკბო, თბილი სურნელის დამსახურებით, იდეალურად შეესაბამება გრილ სეზონს.
პარფიუმერმა ბრუნო იოვანოვიჩმა მამაკაცის ვერსია კაკაოსა და მოკას არომატებით გაამდიდრა, ჯანჯაფილის და ეგზოტიკური მანინკას ხილის ექსტრაქტებთან შერწყმით. საბოლოო ჯამში, არომატი თავისი ხასიათით ხის, აღმოსავლურ ოჯახს მიეკუთნება.
რაც შეეხება ქალის ვერსიას, მისი პარფიუმერი ტრადიციულად ლუიზ ტერნერია: ამჯერად მოხალული კაკაოს არომატს ტკბილი მანდარინის და ოსმანტუსის ყვავილის ნოტები ერწყმის.
ამიტომაც, წინა ვერსიისგან განსხვავებით, Boss The Scent Private Accord for her ყვავილოვანი არომატების ოჯახს მიეკუთნება და მეტად მსუბუქი სურნელი აქვს.
BOSS THE SCENT–ის ქალისა და მამაკაცის არომატების კონცეფცია უცვლელია — სურნელით გამოწვეული ცდუნება, რომელსაც უდიდესი მიზიდულობის შედეგად ადამიანები ვირტუალური სამყაროდან რეალურ ცხოვრებაში გადაჰყავს.
სარეკლამო კამპანიას ახალი სახეები ჰყავს: ფილმ „რუხის 50 ელფერის“ ვარსკვლავი — ჯემი დორნანი და მოდელი — ბირგიტ კოსი.
თუ გსურთ, ცოტა ხნით მაინც მოშორდეთ სოციალურ ქსელებს და ახალი ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაში დაიწყოთ, შეიარეთ „ვულე-ვუს“ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის რომელიმე ფილიალში და მოიკითხეთ BOSS THE SCENT–ის ახალი არომატები.
თემები: Voules Vouz Tbilisi, Voulez-Vous Georgia, HUGO BOSS, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ვულე-ვუ", BOSS THE SCENT
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია