„14 რამ, რასაც ჩემი ცოლი აკეთებს და მე ის ყოველ დღე თავიდან მიყვარდება“ - მამაკაცის გულწრფელი აღიარება
- 18.10.2018
ბლოგერი ჯონათან ბენტ ბატლერი თავისი ბედნიერი ქორწინების საიდუმლოს ამხელს. მისი თქმით, ქორწინებამდე საყვარელ ადამიანს რვა წელი ხვდებოდა და სამი წელია რაც ქორწინებაში არიან.
„ორივე ჩვენგანი ვზრუნავთ იმისთვის, რომ ქორწინება მყარი იყოს, მაგრამ მინდა იმ 14 რამის შესახებ მოგიყვეთ, რასაც ჩემი ცოლი აკეთებს და ამით ყოველ დღე თავიდან შემახსენებს, თუ რატომ მივიღე მასზე დაქორწინების გადაწყვეტილება და დიახ, მე ის ყოველ დღე თავიდან მიყვარდება“, - წერს ჯონათანი.
1. ის მე მაძლევს თავისუფალ სივრცეს - მეც და ჩემს ცოლსაც გვჭირდება დრო საკუთარი თავისთვის, გვჭირდება პირადი სივრცე. საუკეთესო მხარდაჭერა ზოგჯერ არის ის, რომ დამტოვოს ჩემს საქმესთან მარტო და მომცეს სამსახურზე, ან სხვა რამეზე დაფიქრების საშუალება. რა თქმა უნდა, მეც ასე ვიქცევი და ვაძლევ მას პირად სივრცეს, ვტოვებ მარტო როცა ეს სჭირდება.
2. მე შეიძლება წავიდე სადმე მის გარეშე რამდენიმე დღით, მეგობრებთან ერთად და ეს ჩვეულებრივი რამაა - ზოგჯერ ჩემს მეგობარ მამაკაცებთან ერთად შეიძლება სადმე წავიდე ორი დღით, მაგრამ ეს არ არის პრობლემა ჩემი ცოლისთვის. შესაძლოა, დიდად რომანტიკულად არ ჟღერს და ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვის ასეთი რამ აუცილებელია. ჩემს ცოლსაც აქვს რა თქმა უნდა შესაძლებლობა, რომ ჩემ გარეშე წავიდეს ქალაქგარეთ თავის მეგობრებთან ერთად.
3. ის, როგორც წესი, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს - ადამიანები, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ცდებიან გადაწყვეტილებების მიღების დროს და ასეთ მომენტში პარტნიორის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წარმოუდგენლად რთული იქნებოდა ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით, რომელიც მუდამ მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩემი ცოლი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერიკვლევს საკითხს, ჩემს შეხედულებასაც ისმენს, ფიქრობს და ნაბიჯს შემდეგ დგამს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ყოველ დღე თავიდან მიყვარდება.
4. ჩემს ცოლთან ერთად ცხოვრება უფრო საინტერესოა - ის ყოველ დღე ცდილობს გააკეთოს ისეთი რამ ჩემთან ერთად, რაც ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის. მაგალითად, მის გარეშე შეიძლება სახლიდან არ გვასულიყავი, მაგრამ ახლა ის გეგმავს ყოველდღიურ აქტივობებს და ამით ურთიერთობას საინტერესოს და ბედნიერს ხდის.
5. ის მიჩვენებს, რომ ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში ორივე ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია - შესაძლოა მირჩევნია, რომ ყველაფერი მან მოაგვაროს და მე უფრო სასიამოვნო საკითხებზე ვკონცენტრირდე, მაგრამ ამავდროულად, ვხედავ ჩემს მნიშვნელოვან როლს ოჯახურ ცხოვრებაში. ამით თავდაჯერებულობა და როგორც საკუთარი თავის, ასევე მისი პატივიცემის განცდა მემატება.
6. ის იცავს თავის ღირებულებებს - ის პრინციპუპლი ადამიანია და არ ღალატობს თავის ღირებულებებს. დიახ, არის საკითხები რაზეც ვერ ვთანხმდებით, არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენი შეხედულებები განსხვავებულია, მაგრამ მე არ მსურს, რომ აზრი შეიცვალოს. მე ის თავისი პრინციპულობის გამო მიყვარს.
7. მას ესმის, რომ ჩვენ განსხვავებული გემოვნება გვაქვს - და არ ითხოვს ჩემგან, რომ მომწონდეს ის, რაც მას მოსწონს. მსგავსი დამოკიდებულება მაქვს მეც. ჩვენ ვცვლით მოსაზრებებს და შეხედულებებს, მაგრამ არ ვაიძულებთ ერთმანეთს, რომ მოგვწონდეს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
8. ის უვლის თავს და იცის, როგორ ჩაიცვას ლამაზად - ჩვენ უკვე წლებია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ის ყოველ დღე ცდილობს, რომ მოწესრიგებული და მომხიბვლელი იყოს. მას თავისი განსაკუთრებული სტილი აქვს და არასდროს, არასდროს არ არის მოუწესრიგებელი. ეს მასში საოცრად მხიბლავს.
9. ის ზოგჯერ სახლში შიშველი დადის - ეს განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს?!
10. ის კეთილია - როცა ის ჩვენს კატას ეთამაშება და ეფერება, ან როცა მესმის, როგორი თბილი სიტყვებით ესაუბრება მეგობრებს, თავიდან მიყვარდება. ის შესანიშნავი, გულისხმიერი ადამიანია.
11. მას უყვარს საღამოს ერთი ჭიქა ღვინის დალევა - შეიყვარო თავიდან, ჭიქა ღვინოსთან ერთად უფრო მარტივია. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საღამოს საყვარელ ქალთან ერთად ერთ ჭიქა წითელი ღვინის მირთმევაზე სასიამოვნო არაფერია.
12. მას უყვარს მცენარეები და სახლში უამრავი ყვავილი გვაქვს - მიყვარს მისი ყურება მაშინ, როცა ბაღში მცენარეებს უვლის და ვიცი, რომ ძალიან ხშირად მინდა ამ ლამაზი სცენის ნახვა.
13. მას უყვარს შოკოლადი - არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა ვხედავ, როგორი სიამოვნებით ჭამს შოკოლადს, მე ის თავიდან მიყვარდება.
14. ის სეირნობს ჩემთან ერთად - საყვარელ ადმაიანთან ხელჩაკიდებულ სეირნობაზე სასიამოვნო არაფერია. ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და ამავდროულად, კიდევ უფრო მეტად გავსებს სიყვარულით.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია