SEX

5 პოზა, რომელიც სასტუმროში უნდა სცადო, ყველაზე ცეცხლოვანი გამოცდილებისთვის

5 პოზა, რომელიც სასტუმროში უნდა სცადო, ყველაზე ცეცხლოვანი გამოცდილებისთვის

(არ დაგავიწყდეს, შემდეგ ოთახის სერვისი გამოიძახო :)

სასტუმროში სექსი, ერთგვარად, საძინებლის ყოველდღიური რუტინიდან გადახვევად მიიჩნევა. ამისთვის არავითარი კონკრეტული წესი არ არსებობს, თუმცა, დამატებითი ბენეფიტები ოთახის სერვისი, სპა პროცედურები და უნაკლო თეთრეულია, რომელთა რეცხვა თავად არ გიწევს! ამიტომაც, გამოიყენე სარგებელი მაქსიმალურად — როდესაც პირსახოცები აღარ დაგჭირდება, იატაკზე დააფინე და სექსის ახალი პოზები მოიგონე. (მაინც და მაინც ნუ წარმოიდგენ, რომ იმავე ოთხაში მსგავს ექსპერიმენტებს სხვა წყვილებიც მიმართავდნენ:)

სასტუმროში დაუვიწყარი სექსისთვის რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ:

„ოთხი პლაკატის“ ფანტაზია

5 პოზა, რომელიც სასტუმროში უნდა სცადო, ყველაზე ცეცხლოვანი გამოცდილებისთვის

პროდუქტიულად გამოიყენე სასტუმროს ნომერში არსებული უხვი რაოდენობით ბალიშები: ერთ-ერთ მათგანზე ისე დადექი, რომ კედელს უყურებდე, ხელებით საწოლის ბოძს დაეყრდენი, ცალი ფეხი კი საწოლის თავზე შემოსდე. ეს პოზა იდეალურია საუზმის პერიოდში, როდესაც საწოლში ყავის მირთმევის გამო, ზეწრები დასვრილი და მოსაწესრიგებელია. შეგიძლია, რეალობას ოდნავ მოსწყდე კიდეც — სახით სასტუმროს ვინტაჯურ შპალერს მიეყრდნო და თავი ისტორიული დრამის გმირად წამოიდგინო, თანაც, თამამად შეგიძლია პარტნიორს უსაუბრო, რა გსურს.

არ შეგვაწუხოთ!

5 პოზა, რომელიც სასტუმროში უნდა სცადო, ყველაზე ცეცხლოვანი გამოცდილებისთვის

სასტუმროები იმითაცაა კარგი, რომ როგორც წესი, ნომერში დიდი სარკეა. პარტნიორთან ერთად, სწორედ იქ მოთავსდი: სარკის წინ სკამი ან ჩემოდნის დასადები დადგი, სექსის დროს საკუთარ მოძრაობებს რომ უყუროთ. მას შემდეგ, რაც ამ პოზას გამოცდით, სავარაუდოდ, უკეთ გაუგებ ეგზიბიციონისტ ან, თუნდაც, ვუაიერიზმით (ვუაიერისტი — ადამიანი, რომელსაც სხვისი სექსის ჩუმად ყურება მოსწონს) დაავადებულ ადამიანებს :)

მაღვიძარა

5 პოზა, რომელიც სასტუმროში უნდა სცადო, ყველაზე ცეცხლოვანი გამოცდილებისთვის

რამდენადაც სასტუმრო უპირველესად დასვენებასთან ასოცირდება, ნუ დაგენანება დრო, კარგად გამოიძინო და ნელ-ნელა გაიღვიძო. დღე მუცელზე დაწოლით დაიწყე: ფეხები ოდნავ გაშლლილ პოზიციაში მოათავსე და პარტნიორს სთხოვე, შენში უკნიდან შემოვიდეს. ეს პოზა იდეალურია ახალგაღვიძებული წყვილისთვის — დილით ყველა ადამიანი ოდნავ მოუწესრიგებლად გამოიყურება, ამ დროს კი არ მოგიწევთ, ერთმანეთს პირისპირ უყუროთ. თანაც, კარგი ძილის შემდეგ, ახალი პოზის გამოსაცდელად ორივეს საკმარისი ენერგია გექნებათ.

მხოლოდ უფროსებისთვის

5 პოზა, რომელიც სასტუმროში უნდა სცადო, ყველაზე ცეცხლოვანი გამოცდილებისთვის

დღესდღეობით ყველას შეუძლია კომპიუტერი ჩართოს და პორნოს უყუროს, თუმცა, სასტუმროებში არსებული სპეციალური ტელეარხები, რომლებიც უფროსებისთვის განკუთვნილ მასალებს გვთავაზობენ, ბავშვობისდროინდელ, აკრძალული ხილის ემოციებს აღძრავს; განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ შენ და შენს პარტნიორს ჩვეულებრივ პორნოს ყურება არ გჩვევიათ. ტელევიზორი ჩართე და „ძაღლურ პოზაში“ ისე მოთავსდი, რომ ეკრანს ორივე ხედავდეთ. შეგიძლია გაერთო და მსახიობების მოძრაობებს მიბაძო. თანაც, ხმაურში შეზღუდული არ ხარ, ეს ხომ სასტუმროა! თუ გვერდზე ნომერში მაცხოვრებელი საყვედურს გეტყვის, მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტად მიიღე!

მიმართულება — ზემოთ

5 პოზა, რომელიც სასტუმროში უნდა სცადო, ყველაზე ცეცხლოვანი გამოცდილებისთვის

სასტუმრო თამაშისთვის, მაგალითად — სხვადასხვა ადამიანის როლის მორგებისთვისაც იდეალური ლოკაციაა. იქ, ერთგვარად, ყოველდღიური რუტინიდან გადახვევის დამსახურებით, პიროვნების გარდასახვა ხდება. ასე რომ, შეგიძლია, პარტნიორთან ერთად ნებისმიერი როლი მოირგო — ოთახის სერვისის მომხიბვლელი თანამშრომლით დაწყებული, საიდუმლო საყვარლებთ დამთავრებული. საწოლის კიდის გასწვრივ დაწექი და ფეხები პარტნიორის მხრებზე მოათავსე. სთხოვე, შენ ფეხებს დაეყრდნოს და შენში ისე შემოვიდეს. როლური თამაშები თავისუფლების საოცარ შეგრძნებას მოგგვრის, ამ დროს ხომ შენ „შენ“ სულაც არ ხარ!



წყარო: <a href="http://www.cosmopolitan.com/sex-love/positions/g5907/hot-hotel-sex-positions/">COSMOPOLITAN</a>