რა გავლენას მოახდენს მორიელის პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობებზე? - ელოდეთ ცვლილებებს 23 ოქტომბრიდან
- 23.10.2018
23 ოქტომბრიდან მორიელის პერიოდი იწყება. ასტროლოგების განმარტებით, ამ დროს ყველა ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდება და მათ შორის სიახლეებს უნდა ელოდოთ სასიყვარულო ურთიერთობებშიც.
მორიელის პერიოდი 22 ნოემბრის ჩათვლით გასტანს. ამ დროის განმავლობაში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებით. შესაძლოა. რეალობისგან გაქცევა მოგინდეთ. განსაკუთრებით ეს ეხება წყლის ნიშნებს, თევზებს, კირჩხიბებსა და მორიელებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები იქნებიან გაცილებით უფრო მგრძნობიარეები, ვიდრე ოდესმე.
მოსალოდნელია, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც სამომავლოდ დიდი სიყვარული დაგაკავშირებთ, თუმცა გაცნობის საწყის ეტაპზე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მასზე, როგორც რომანტიკულ პარტნიორზე საერთოდ არ იფიქრებთ.
იგრძნობთ, რომ ცვლილებების დრო დადგა და შესაძლოა ამის გამო ირაციონალური გადაყვწტილებები მიიღოთ. კარგი იქნება, თუ არ აჰყვებით ემოციებს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე არ მიიღებთ.
ნოემბრის დასაწყისში ისეთი განცდა გექნებათ, რომ თითქოს თავიდან დაიბადეთ, თავიდან დაიწყეთ სუნთქვა, მოვლენებს სულ სხვა თვალით შეხედავთ. სასიყვარულო ურთიერთობაში ნისლი, რომელიც რეალობის აღქმაში გიშლიდათ ხელს, გაიფანტება. ეცადეთ, რომ მაქსიმალურად ჩაახშოთ თქვენში არსებული სიბრაზე და დაელოდეთ დროის გასვლას.
ბედნიერებისა და გამარჯვების პლანეტა ნოემბერში თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში გადადის და აუცილებლად გათავისუფლდებით იმ მუქი ფერებისგან და სევდისგან, რომელსაც მორიელის პერიოდი შეგიქმნით.
იუპიტერი მშვილდოსანში გაზრდის შესაძლებლობებს და ბევრ წარმატების მომტან შანსს მიიღებთ. კონცენტრირება მოახდინეთ სასიყვარულო ურთიერთობებზე. არ შეზღუდოთ საყვარელი ადამიანი, მიეცით მას თავისუფალი დრო და სივრცე.
16 ნოემბრიდან მოსალოდნელია, რომ ყველა საიდუმლოს აეხდება ფარდა. გაიგებთ იმას, რასაც გიმალავდნენ.
საერთო ჯამში, ასტროლოგების განმარტებით, ეს არის რეალობაში დაბრუნების პერიოდი. თუ აქამდე ოცნებებში დაფრინავდით, ახლა შეძლებთ სინამდვილის აღქმას.
ვერ ვიტყვით, რომ საოცარი წარმატება გელოდებათ სიყვარულში, მაგრამ ის, რაც თქვენს ცხოვრებაში მორიელის პერიოდში მოხდება, საფუძველს ჩაუყრის სამომავლოდ ნამდვილი და მყარი სასიყვარულო კავშირის აგებას.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>