Clarins - ბრენდი თქვენი სილამაზის, ჯანსაღი კანისა და ბედნიერი განწყობისთვის
- 24.10.2018
“ჩვენ გავაცნობიერეთ , თუ რა მნიშვნელოვანი იყო ქალებისთვის სილამაზე. სილამაზე იწვევდა სიხარულს, ოჯახურ ბედნიერებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც კი“ – ეს Jacques Courtin Clarins-ის სიტყვებია.
სწორედ ამიტომ სილამაზის, ბედნიერი განწყობისა და ჯანმრთელი კანისთვის 1954 წელს საფრანგეთში Clarins შეიქმნა.
პარიზში, საკუთარ ინსტიტუტში, Jacques Courtin-Clarins–მა დანერგა
მკურნალობის ექსკლუზიური მეთოდები სახის და ტანისთვის. ის 100%-ითა ნატურალურ მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ზეთებს იყენებდა.
1966 წელს, კლიენტების თხოვნით, მან ეს ზეთები გაყიდვაში ჩაუშვა. მას შემდეგ Clarins–მა დიდ წარმატებას მიაღწია და ამავე დროს შეინარჩუნა ფილოსოფია, რომელიც ასეთია - მოუსმინე და პატივისცემით მოეპყარი შენს მომხმარებელს.
ბრენდი 60 წელზე მეტია წარმატებით სარგებლობს ბაზარზე და უკვე მრავალი წელია ევროპაში არავის უთმობს პირველობას ლუქს კატეგორიის კანის მოვლის საშუალებებში.
"კლარინსი" არის ინოვატორი, კანის მოვლის უამრავი ახალი საშუალების ავტორი. პროდუქცია კი ბუნებრივ, მცენარეულ და ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული.
"კლარინსი" იყო პირველი, რომელმაც მსოფლიოს წარუდგინა პროდუქცია დაბინძურების საწინააღმდეგო კომპლექსით. მან ექსკლუზიური ფორმულა, გამოიყენა არა მხოლოდ თავის მოვლის, არამედ დეკორატიულ საშუალებებში.
"კლარინსი" არის ბრენდი, რომელიც აკმაყოფილებს ქალის ყველა მოთხოვნას და წარმოგვიდგენს კანის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრს, ასევე დეკორატიულ კოსმეტიკას, არომა-თერაპიულ საშუალებებს.
2002 წელს ბრენდმა შექმნა სპეციალური ხაზი მამაკაცებისათვის.
წარმოუდგენელია ვისაუბროთ "კლარინსზე" და არ ვახსენოთ მისი ვარსკვლავური პროდუქტი. ეს არა უახლესი, არამედ მომავალი თაობის ტექნოლოგიაა.
Clarins - Double serum
20 სასწაულმოქმედ მცენარეულ ექსტრაქტს მიმატებული კიდევ ერთი აღმოჩენა - ტურმერიკი.
Turmeric-ს (ჯინჯერის სანელებელი) 100-ზე მეტი წელია უკვე კოსმეტიკურ სფეროსთან აკავშირებენ. ტურმერიკი იგივე კურკუმინი გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. ის საუკეთესო ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, კარგია ანთების საწინააღმდეგოდ, არის მატონიზირებელი საშუალება და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
ეს ყველაფერი არ არის. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
ტურმერიკი შეუცვლელი საშუალებაა კანის დაავადებების დროს. გააჩნია საუკეთესო ანტისეპტიკური მოქმედება. კურკუმინი შესანიშნავი საშუალებაა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
კურკუმინის ექსტრაქტი ეფექტურად ებრძვის წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, ასევე კანის არაერთგვაროვან ტონს. არის იდეალური ე.წ. გამასხივოსნებელი ბუსტერი.
ამასთანავე, Double serum აგლუვებს კანს, ვიზუალურად ამცირებს ფორების ზომას, ატენიანებს და ამკვრივებს კანს კივის, ხორბლისა და ორგანული თიზელის დახმარებით.
შედეგი სახეზეა მოხმარებიდან 7 დღეში.
აღსანიშნავია Hydra-Essentiel -ის ხაზი. ეს არის დამატენიანებელი ხაზი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომაზე, რადგანაც წელიწადის ამ დროს შორგანიზმს ნაკლებად მიეწოდება ვიტამინებითა თუ სხვა მინერალებით გამდიდრებული საკვები, რაც პირდაპირ აისახება კანზე.
Clarins გვთავაზობს ახალ Hydra Essentiel-ის ხაზს სახის, თვალისა და ტუჩის მოვლის საშუალებებით.
SOS ნიღბები ნებისმიერ SOS სიტუაციაში!!
კლიმატური ცვლილებები, სიცივე, სუსხი, ტუჩის კანზეც განსაკუთრებულად ახდენს ნეგატიურ გავლენას .ამ დროს ტუჩი იქერცლება, სკდება, ჩნდება ნახეთქები და ვიზუალურად ძალიან ცუდად გამოიყურება. ამიტომ "კლარინსი" გვთავაზობს სიახლეს Hydra-Essentiel Moisture replenishing lip balm-ს.
ეს არის მოვლის საშუალება, რომელიც ინტენსიურად აღადგენს დაზიანებულ (დახეთქილ) ტუჩებს, ანიჭებს კომფორტს, ატენიანებს, კვებავს, იცავს გარე აგრესორებისგან და ალამაზებს მათ.
შეიცავს კაკაოს ექსტრაქტს, რომელიც აღადგენს ლიპიდურ შრეს და ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დატენიანების პროცესს.
რაც შეეხება ცხიმიან კანს, ასეთ კანს უკავშირდება გაფართოებული ფორები, ზედმეტი სიპრიალე და სხვა. ამ შემთხვევაშიც "კლარინსი" გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის გზას:
Pore Control Serum - შრატი დაუყოვნებლივ ამცირებს ფორებს, ასხივოსნებს კანს და აუმჯობესებს მის ტექსტურას. მისი რეგულარული გამოყენებისას, მაღალეფექტური მცენარეული ექსტრაქტების წყალობით, ფორები ნაკლებად შესამჩნევია, კანი ხავერდივით ნაზი, ერთგვაროვანი, გლუვი და ჯანსაღია.
შეიცავს ორგანული მარწყვის ხის ექსტრაქტს, რომელიც ხელს უწყობს სებუმის გამოყოფის დარეგულირებას. ასევე შეიცავს ვაზის ყვავილის უჯრედისა და თამარინდის ექსტრაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფორების გაფართოებასა და ფორმის შეცვლას, ამქერცლავი მოქმედების დახმარებით კი, აუმჯობესებეს კანის ტექსტურას.
ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ.
რუჯის სეზონიც გავიდა, ამიტომ ტონალური საშუალება შემოდგომაზე ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.
"კლარინსი" კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს:
Skin Illusion - 24 საათიანი დატენიანება და 12 საათიანი გასაოცარი მდგრადობა. ეს არის მსუბუქი, შრატის ტექსტურის მსგავსი, თხევადი ტონალური საშუალება, რომელიც კანს ბუნებრივ (nude) ეფექტს ანიჭებს.
შეიცავს უამრავ სასარგებლო ინგრედიენტს. მაგ: დაბინძურების საწინააღმდეგო კომპლექსს,ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ფილტრს SPF15 -ს, ორგანული კალანხოეს ექსტრაქტსა და შუქამრეკლავ ნაწილაკებს.
შუქამრეკლავი ნაწილაკები ხელს უწყობენს ვიზუალურად კანის ხარვეზების მაქსიმალურ დაფარვას. კალანხოე კი იშვიათი დადებითი ანტიოქსიდანტური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებაც.
ის აძლიერებს უჯრედს, ათავისუფლებს ტოქსინებისგან კანს და ავსებს მას ენერგიით.
იცავს კანს გარემო აგრესორებისგან და ზრუნავს მის სიჯანსაღეზე.
შემოდგომა ჩვენს სხეულზეც ახდენს ნეგატიურ გავლენას. ეს ის დროა, როცა მეტ კალორიულ საკვებს იღებს ორგანიზმი, აქტიური ცხოვრების წესიც ბევრად უფრო მცირდება, ნაკლებად ვსეირნობთ და იშვიათად ვკავდებით ამა თუ იმ სპორტით.
ამიტომ "კლარინსი" გვთავაზობს ტანის მოვლის საშუალებების დიდ არჩევანს. ესენია შეიპინგის კრემი მასაჟისთვის, ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალება, გამამკვრივებელი ანტიოქსიდანტური მოქმედებით და სხვა.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია