5 კრისტალი, რომლებიც მორიელის სეზონის დროს წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ
- 25.10.2018
23 ოქტომბრიდან, ასტროლოგიური კუთხით, მორიელის სეზონი დაიწყო და ეს პერიოდი 22 ნოემბრის ჩათვლით გასტანს. ასტროლოგები ამბობენ, რომ წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ბნელით მოცული პერიოდია. აბსოლუტურად ყველა ადამიანი იგრძნობს რაღაც დოზით გაურკვევლობას, აღმოჩნდებით უჩვეულო სიტუაციებში და გარშემომყოფები სიმართლეს დაგიმალავენ, ყველაფერი ბურუსით იქნება მოცული.
თუმცა არსებობს გამოსავალი. ასტროლოგების მტკიცებით, მორიელის პერიოდშიც შეგიძლიათ იყოთ წარმატებულები, მოიზიდოთ წარმატება და მაქსიმალურად შეასუსტოთ ზოდიაქოს ამ ნიშნის ნეგატიური გავლენა.
ისინი გვირჩევენ, რომ საუკეთესო გამოსავალი არის კრისტალების ტარება. გამოყოფენ 5 კრისტალს, რომელიც ამ პერიოდში წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ.
1. ლაბრადორიტი - ეს მაგიური ქვაა, რომელიც მორიელის მმართველ პლანეტას, პლუტონს უკავშირდება. ამბობენ, რომ ადამიანს ეს ქვა თავისი მაგიური მახასიათებლების განვითარებაში ეხმარება. მაგალითად ადამიანს უვითარდება ინტუიცია და შეუძლია წინასწარ იგრძნოს მოსალოდნელი წარმატების, ან წარუმატებლობისა და ხიფათის შესახებ. ვინც ამ ქვას ატარებს, მას უვითარდება კომუნიკაციის უნარი და საზოგადოებასთან წარმატებულ ურთიერთობას ამყარებს.
2. მუქი ფერის კვარცი - მას ერთგვარად აურის გამწმენდი ფუნქცია აქვს და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის შთანთქავს ყოველგვარ ნეგატიურ ენერგიას, რომელსაც მორიელის სეზონი მოგიტანთ. ატარეთ ის ჩანთით და ყოველთვის სიახლოვეს გქონდეთ. შედეგად, ნეგატივი განეიტრალდება და ემოციურად უფრო მდგრადები იქნებით.
3. ობსიდიანი - ეს არის ვულკანური წარმოშობის ქვა. სჯერათ, რომ ამ ქვას აქვს ჯადოსნური უნარი ფარდა ახადოს ყველა საიდუმლოს. ასტროლოგების განმარტებით, თუ ამ ქვას ატარებთ ადამიანები თქვენგან სიმართლის დამალვას ვერ შეძლებენ და უფრო მარტივად ამოიცნობთ მოღალატეებს.
4. ცისფერი ტოპაზი - ეს კრისტალი გეხმარებათ თავდაჯერებულობის, თვითრწმენის გაზრდაში. შესაბამისად, შეძლებთ უფრო სარისკო და რთულ საქმეებს მოჰკიდოთ ხელი და იყოთ უფრო წარმატებულები.
5. გიშერი - ეს ქვა დაკავშირებულია წყლის ძალასა და ენერგიასთან. გიშერს უდიდესი ძალა აქვს ნეგატიური ენერგიის განსადევნად. ასევე მას უკავშირებენ ფინანსურ სტაბილურობასაც.
თემები: ზოდიაქო, ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ბეჭედი, ქვა
<a href="https://www.bustle.com">https://www.bustle.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია