სტილი

MOSCHINO [TV] H&M-ის ჩვენება: ვარსკვლავები, სუპერმოდელები და სიურპრიზები

MOSCHINO [TV] H&M-ის ჩვენება: ვარსკვლავები, სუპერმოდელები და  სიურპრიზები

ნიუ-იორკი, 24 ოქტომბერი – გასულ საღამოს პერის ჯექსონი, ფრენცის ბინ კობეინი და მაილს რიჩი იმ სტუმრებს შორის იყვნენ, რომლებიც MOSCHINO [tv] H&M-ის ენერგიულ და მრავალფეროვან შოუსა და შემდგომ გამართულ წვეულებას დაესწრნენ.

H&M-მა და MOSCHINO-ს კრეატიულმა დირექტორმა, ჯერემი სკოტმა, ბილბორდებით გაფორმებულ პოდიუმთან, რომელიც განათებულ თაიმს-სკვერს მოგაგონებდათ, ვარსკვლავები, რედაქტორები და ინფლუენსერები მოიწვია.

MOSCHINO [TV] H&M-ის ჩვენება: ვარსკვლავები, სუპერმოდელები და  სიურპრიზები

პოდიუმზე MOSCHINO [tv] H&M სამოსში ისეთი მოდელები ბრწყინავდნენ, როგორებიც და-ძმა ჰადიდები არიან. ჩვენება, კი ლეგენდარულმა ნაომი კემპბელმა დახურა. მაყურებელთა წინა ხაზებში ნახავდით ამავე კოლექციაში შემოსილ ლიფ ლეზარკს, კოკო როშასა და ბებე რექსას. შოუ ძველი ნიუ-იორკული მიუზიკლის თემატიკით დაიწყო, პოდიუმი კი იმ განათებულ ქუჩებს დაემსგავსა, სადაც ჯერემის ყველაზე მეტად ახარებს მისი დიზაინით შექმნილი ნამუშევრების ნახვა.

MOSCHINO [TV] H&M-ის ჩვენება: ვარსკვლავები, სუპერმოდელები და  სიურპრიზები

"MOSCHINO [tv] H&M-ის დიზაინი ჩემს გულშემატკივრებს მივუძღვენი და ვეცადე, მათთვის MOSCHINO-ს ყველაზე დიდი კოლექცია მეჩუქებინა. მასში ყველა ის კომპონენტი გავაერთიანე, რომელსაც ჩემგან ელოდებოდნენ - ანიმაციები, ქუჩის ელემენტები, ჰიპ-ჰოპი და ყველა ის დეტალი, რომელიც MOSCHINO-ს საკულტო სტილს ქმნის.”-განაცხადა ჯერემი სკოტმა, MOSCHINO-ს კრეატიულმა დირექტორმა.

“საოცარი გამოცდილება იყო ჯერემისა და MOSCHINO-ს სამყაროში მოგზაურობა და MOSCHINO [tv] H&M-ის შოუზე მუშაობა. კოლექციის თითოეული მოდელი პოზიტივით, იუმორითა და მხიარული განწყობითაა სავსე." - აღნიშნა ენ-სოფი იოჰანსონმა, H&M-ის კრეატიულმა მრჩეველმა.

MOSCHINO [TV] H&M-ის ჩვენება: ვარსკვლავები, სუპერმოდელები და  სიურპრიზები

MOSCHINO [tv] H&M-ის შოუსათვის მაკიაჟი მსოფლიო ლეგენდამ, პეტ მაკგრათმა უზუნველყო, რომელმაც მასალად H&M Beauty-ის პროდუქცია გამოიყენა. მაკიაჟი ძლიერ და გლაურულ ხასიათს ატარებდა.

მაშინ, როდესაც ჯერემიმ აუდიტორიას მადლობის ნიშნად თავი დაუკრა ბილბორდებზე გრემის მფლობელი პროდიუსერი და ხელოვანი დიპლო გამოჩნდა, რაც წვეულების დაწყებას მიანიშნებდა. დამსწრე საზოგადოებამ ექსკლუზიური საჩუქარი მიიღო - MOSCHINO [tv] H&M-ის დროებითი მაღაზია, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ, კოლექციის მოდელები პირველებს შეეძინათ.

მთელი საღამოს განმავლობაში, ყველა სტუმარს შეეძლო Magic Leap One-ის ბრენდირებული სათვალით MOSCHINO [tv] H&M-ის ვირტუალურ რეალობაში ემოგზაურა და უზარმაზარ ტელევიზორში განსხვავებული აღქმისთვის შეებიჯებინა. ყველა სახის ტექნიკური მხარდაჭერა Warpin Media-მ უზრუნველყო.

MOSCHINO [TV] H&M-ის ჩვენება: ვარსკვლავები, სუპერმოდელები და  სიურპრიზები

MOSCHINO [tv] H&M-ი არის კოლექცია, რომელიც ქუჩის ენერგიას პოპკულტურასთან, გლამურთან, იუმორსა და მხიარულ განწყობასთან აერთიანებს და გვთავაზობს ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქალებისა და მამაკაცებისათვის. MOSCHINO-ს კრეატიული დირექტორი, ჯერემი სკოტი, ერთობლივ ნამუშევრებში სპეციალურად ძაღლებისათვის განკუთვნილ მოდელებსაც წარმოგვიდგენს. MOSCHINO [tv] H&M-ის პროდუქცია 8 ნოემბრიდან მსოფლიოს გარშემო, H&M-ის რჩეულ მაღაზიებში გამოჩნდება.

ფოტოების დასათვალიერებლად გადადით H&M-ის ფოტოგალერეაში.
ჩვენების ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

BO-2 Custom embed code