LIFE

6 წიგნი, რომლებსაც ერთ ღამეში წაიკითხავთ და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ

6 წიგნი, რომლებსაც ერთ ღამეში წაიკითხავთ და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ

1. კრისტინ ფერე-ფლერი „გოგონა, რომელიც კითხულობდა მეტროში“

ისტორია მარტოსული მეოცნებე ჯულიეტას შესახებ ერთ დღეში იქცა სენსაციად 2017 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე - თარგმანზე უფლება კი ერთბაშად 7-მა ქვეყანამ შეიძინა. გოგონა ყოველ დილას ათვალიერებს მეტროში წიგნების მკითხველ მგზავრებს.

ერთხელ ის უცნაურ სახლში მოხვდება, რომლის პატრონიც წიგნებს აგროვებს, რათა მერე ადამიანებს აჩუქოს. ჯულიეტა გახდება ადამიანი, რომელმაც უნდა დაურიგოს წიგნები მათ მომავალ მფლობელებს, და ამდაგვარად ის შეძლებს გავლენა მოახდინოს ადამიანების ბედისწერაზე.

6 წიგნი, რომლებსაც ერთ ღამეში წაიკითხავთ და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ

2. პასკალ ბრიუკნერი „ჩემი პატარა ქმარი“

სახალისო ისტორია მამაკაცზე, რომელიც პატარავდება საკუთარი შვილების დაბადების შემდეგ. საბოლოოდ ის ხდება 4 შვილის მამა და მისი სიმაღლე კი ფანქრის ნახევრამდე მცირდება. მაგრამ ის რჩება ხალისიანი და საკუთარი შვილებზე პასუხისმგებელ მამად.

რამდენი უსიამოვნებაც არ უნდა მოუტანონ შვილებმა, მას მაინც ძალიან უყვარს თავისი „პატარები“. ამ ისტორიასთან ერთად რამდენიმე საათიანი სახალისო კითხვა გარანტირებული გაქვთ.

6 წიგნი, რომლებსაც ერთ ღამეში წაიკითხავთ და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ

3. ამელი ნოტომბი „მტრის კოსმეტიკა“

აეროპორტში ჟერომ ანგიუსტს ვინმე ტექსტორ ტექსელი გაეცნობა და საუბარს დაუწყებს. რომ სცოდნოდა ანგიუსტს, სადამდე მიიყვანდა ეს დიალოგი, არასოდეს დაელაპარაკებოდა აბეზარ ჰოლანდიელს.

ავტორი პროვოცირებს თავის მკითხველს და სთავაზობს შეხედოს გაცვეთილ ჭეშმარიტებას ახალი კუთხით - ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანის მხრიდან. ეს წიგნი ჩვენი „ნორმალურობის“ საზღვრების შერყევის კარგი მცდელობაა.

6 წიგნი, რომლებსაც ერთ ღამეში წაიკითხავთ და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ

4. ნიკოლო ამანიტი „შენ და მე“

„შენ და მე“ ორჯერ გახდა მსოფლიო ბესტსელერი - ლიტერატურაშიც, და კინემატოგრაფიაშიც. 14 წლის ლორენცო კუნი სოციოპატია. ერთხელ ის მოატყუებს მშობლებს და მეგობრებთან ერთად თხილამურებზე სრიალის მაგიერ, ერთი კვირის განმავლობაში ფარულად ცხოვრობს საკუთარი სახლის სარდაფში.

მას შეუერთდება მისი და ოლივია, რომელიც დამოკიდებულია ნარკოტიკებზე, და სადამდე მიიყვანს გმირებს ეს არდადეგები - შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ.

6 წიგნი, რომლებსაც ერთ ღამეში წაიკითხავთ და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ

5. ფრანჩესკო პიკოლო „ყოველდღიური ბედნიერების წუთები“

წიგნი, რომელიც უფრო გვაგონებს დღიურს, სადაც ავტორი აღწერს ყოველდღიურ დაკვირვებებს, რომლებიც ყველაზე ჩვეულ სიტუაციებში თავში მოსდის. როგორ მოძებნა მანქანის დასაყენებელი ადგილი, გაატარა ზაფხული ქალაქში, გადაწყვიტა არ მდგარიყო სუპერმარკეტში რიგში - და ამით იგრძნო თავი თავისუფლად.

მოკლე ეპიზოდები მთელ ცხოვრებას ასახავს. თითოეული ადამიანი იპოვის ამ წიგნში რაღაც ტკივილამდე ნაცნობსა და საკუთარს.

6 წიგნი, რომლებსაც ერთ ღამეში წაიკითხავთ და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ

6. ჯულიან ბარნსი „ერთი ისტორია“

19 წლის პოლი ლონდონის გარეუბნის საჩოგბურთო კლუბში სიუზენ მაკლაუდს შეხვდება. ის 48 წლისაა. აქედან დაიწყება მათი პირადი ისტორია, რომელიც, ავტორის აზრით, ხდება მხოლოდ ცხოვრებაში ერთხელ.

არსებობს ბედნიერება? - შეუძლია ადამიანს მართოს საკუთარი ბედისწერა თუ მისი ბედი წინასწარ არის გადაწყვეტილი? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას მთავარი გმირი მთელი წიგნის მანძილზე ცდილობს.

6 წიგნი, რომლებსაც ერთ ღამეში წაიკითხავთ და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ



<a href="adme.ru">adme.ru</a>