შემოდგომა-ზამთრის სეზონზე თბილი ქუდები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენენ. გარდა იმისა, რომ ქუდი გათბობთ, ამავდროულად, ის განსაკუთრებული აქსესუარია ტრენდული ვიზუალის შესაქმნელად.

ვნახოთ, როგორი სტილის ქუდებს გვთავაზობენ 2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე დიზაინერები - 10 მთავარი ტენდენცია.

1. ჩაფხუტის ფორმის ქუდი - ასეთი სტილის ქუდებს გვთავაზობენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა „გუჩი“, „კალვინ კლეინი“. ევროპის ქვეყნებში ეს სტილი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქალების საყვარელი აქსესუარია.

2. ნაქსოვი, სხვადასხვა ფორმის ქუდები - ეს შეიძლება იყოს ქუდი დათვის ყურებით, ან მელიის ცხვირით. ეს არის სტილი, რომელიც ზამთრის ცივ და ნაცრისფერ დღეებში ვიზუალს მხიარულ ელფერს სძენს. ასეთი სტილის ქუდებს „დოლჩე და გაბანას“, ასევე „არმანის“ მოდის სახლები გვთავაზობენ.

3. შარფი ქუდის ფუნქციით - აქ ახალი არაფერია, თავზე მოხვეული შარფი არაერთხელ ყოფილა ტრენდული და 2018-2019 წლების სეზონიც არ არის გამონაკლისი.

4. ჩაფხუტის სხვაგვარი ვარიაცია - შეგიძლიათ არჩევანი სხვადასხვა ფერზე შეაჩეროთ. დარწმუნებულები იყავით, რომ თუ ასეთი ქუდის ტარებას გადაწყვეტთ, თქვენ სეზონის ყველაზე ტრენდული ვიზუალი გექნებათ.

5. ქუდი მაქმანებით - ამ სტილს კი ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ სიახლე. „ელი სააბი“, „გუჩი“, „ერდემი“ სწორედ მაქმანებით გაფორმებულ ქუდებს სთავაზობენ ქალებს.

6. ბისერებითა და სამკაულებით გაფორმებული ქუდები - მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ სტილის ქუდები ქალებს განსაკუთრებულ ელეგანტურობას ჰმატებენ.

7. თუ გსურთ, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მიიპყროთ და ადამიანთა თვალები თქვენკენ იყოს მოყრობილი, მაშინ ფოტოზე აღბეჭდილი ექსტრავაგანტულ ქუდებზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი.

8. ქუდი ვუალით - ელეგანტური ქალის აქსესუარი. „ნინა რიჩი“, „ჯონ გალიანო“, „მაიკლ კორსი“ სწორედ ასეთ ქუდებს სთავაზობენ ქალებს და ის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა.

9. ე.წ. ჟურნალისტისა და მეზღვაურის ქუდები - მოდის კრიტიკოსები ამ სტილს წელს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და ელოდებიან, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სწორედ ასეთი სტილის ქუდით ივლის.

10. კეპიანი ქუდი - კეპიანი ქუდი მხოლოდ ზაფხულისთვის არაა განკუთვნილი. შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ ტყავის, ან ნაქსოვ კეპიან ქუდზე.