ნუმეროლოგების მტკიცებით 2018 წლის 11.11, ანუ 11 ნოემბერი წლის ყველაზე მაგიური დღეა. 2018-ს ისინი შემდეგნაირად შლიან: 2+0+1+8 = 11. ამიტომაც ნუმერლოგები ამბობენ, რომ ეს არის 11.11.11, რაც ამ დღეს კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენს.

ნუმეროლოგიაში 11 კრეატივისა და შემოქმედების სიმბოლოდ ითვლება, რომელსაც სამყაროსგან გამოგზავნილი პოზიტივის მიზიდვა შეუძლია. მიიჩნევენ, რომ ამ დღეს შესაძლებლობების კარი გაიხსნება და ადამიანები წარმატების მომტან შანსებს მიიღებენ.

ეს იქნება თქვენი ნამდვილი ძალისა და ნიჭის გამოვლენის დღე. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და გექნებათ განცდა, რომ აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემისა და დაბრკოლების გადალახვის უნარი შეგწევთ.

შესაძლოა დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ 11:11:11-ის გავლენით განსაკუთრებულად შემოქმედებითები იქნებით და ნებისმიერი გამოწვევა თქვენი გამარჯვებით დასრულდება.

თუ 2018 წლის გასული 11 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში კარგი არაფერი მომხდარა და ცხოვრება უინტერესოდ, მდორედ მიედინებოდა, მოემზადეთ 11 ნოემბრისთვის, რადგანაც ღრუბლები მოულოდელად გაიფანტება და წარმატების, ბედნიერების მომტანი ვიბრაციებით დაიმუხტებით.

ნუმეროლოგები ამბობენ, რომ 11 ნოემბერი 2018 წლის მთავარი დღეა. ეს არის ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების მომტანი დღე.

თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია სწორედ ამ დღეს დაიწყება და თუ მომავალში 11 ნოემბერს დაწყებულ საქმეს გააგრძელებთ, ის აუცილებლად მიგიყვანთ გამარჯვებამდე.