სილამაზე

ელეგანტურობის ახალი შტრიხი Carven-ისგან

ელეგანტურობის ახალი შტრიხი Carven-ისგან

6 ნოემბერს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი-პარიმ“ მედიის წარმომადგენლები ელეგანტური, სადა, მოდის არაკონფორმისტი მოყვარულების ფავორიტი ბრენდის — Carven-ის პრეს-ლანჩზე მიიწვია და 2018 წლის სიახლე Dans Ma Bulle წარუდგინა.

ელეგანტურობის ახალი შტრიხი Carven-ისგან

Dans Ma Bulle-ის კონცეფცია კონტრასტულ ნოტებს და ფანტაზიას აერთიანებს, რომელთა ნაზავიც Carven-ის ჯადოსნურ სამყაროში გვეპატიჟება.

(Bulle ფრანგულად საპნის ბუშტს ნიშნავს, Dans Ma Bulle კი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „ჩემს საპნის ბუშტში“, ან „ჩემს ზღაპრულ სამყაროში“).

როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, აღმოსავლური სტილის ინტენსიური, ყვავილოვანი და არომატი პუდრის სურნელით გაბედული, თავისუფალი, ინტერესიანი გოგონებისთვისაა, რომლებსაც ბედნიერება საკუთარ მიკროსამყაროში აქვთ ნაპოვნი. სუნამოს კონტრასტული ხასიათი გასაკვირი სულაც არაა იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ მის შექმნაზე სამმა პარფიუმერმა — პარტიცია ჩუმ, ვიოლინ კოლამ და ვერონიკ ნიბერგმა იმუშავა.

ელეგანტურობის ახალი შტრიხი Carven-ისგან

არომატი იდეალურია შემოდგომა-ზამთრის გრილი სეზონისთვის — ყვავილოვანი, ტკბილი, ვანილის, ხილის და პუდრის აკორდები ზამთრის მოსაწყენ დღეებს გაგვიხალისებს და თბილ შალებსა და სვიტრებში შემოსილსაც კი Carven-ის გოგონების მსგავს თავდაჯერებულობას შეგვძენს.

ელეგანტურობის ახალი შტრიხი Carven-ისგან

სუნამოს შემქმნელები „Carven-ის გოგონების“ არომატს ასე ახასიათებენ: „Dans Ma Bulle ჯიუტ გოგონებს განასახიერებს, რომლებიც თვალს ადევნებენ მოდის ტენდენციებს; დღევანდელი დღით ცხოვრობენ და თავისუფლები, ემანსიპირებულები, ინტერესიანები და თამამები არიან; იციან, როგორ აიცილონ თავიდან რისკები და წინააღმდეგობები. ამ გოგონებმა მტკიცე მეგობრობის, სოლიდარობის, საერთო გამოცდილებების და გრძელი მოგზაურობების საფუძველზე საკუთარი სამყარო შექმნეს, სრულიად გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან და შეძლეს, კომფორტი საკუთარ გარსში, საკუთარ „საპნის ბუშტებში“ ეპოვნათ. Dans Ma Bulle გაწონასწორებული, მშვიდი, ელეგანტური პარიზელი ქალბატონის არომატია.“

ელეგანტურობის ახალი შტრიხი Carven-ისგან

აუცილებელი საზეპირო მოდის მოყვარულებისთვის

Carven-ის მოდის სახლი პარიზში, 1944 წელს შეიქმნა. დამფუძნებელი დიზაინერი ქალბატონი — კარმენ დე ტომასო იყო, რომელმაც ბრენდის სახელწოდება საკუთარი სახელისა და დეიდის გვარის — ბორივოს (Boyriven) გაერთიანებით შექმნა. კარმენ დე ტომასო შანზ-ელიზეს შემოგარენში მდებარე სახლში ახალგაზრდა გოგონებისთვის არასტანდარტულ სამოსს ქმნიდა — მათთვის, ვისაც მოდის ტრადიციული ტენდენციები მობეზრებული ჰქონდათ ან ნორმაზე მეტად გამხდრები იყვნენ.

Carven-ის პირველი კოლექციის საკულტო ქმნილება — მწვანე და თეთრზოლებიანი ქსოვილით შეკერილი კაბა — Ma Griffe („ჩემი კლანჭები“) ბესთსელერი გახდა, 1946-ში კი დიზაინერმა ამავე სახელწოდების სუნამოც გამოუშვა.

ელეგანტურობის ახალი შტრიხი Carven-ისგან

ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდისთვის იშვიათი ფრანგული სუნამო Ma Griffe მუდმივად იყო ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა, ჩაცმის უნიკალური სტილით გამორჩეული, იმ დროისათვის საოცრად თამამი, გავლენიანი და ძლიერი ქალბატონის — ვერიკო ანჯაფარიძის გარდერობში.