თანამედროვე მოდა უამრავ ინოვაციას გვთავაზობს და მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, სიახლეებს გარკვეულწილად მაინც ვიღებთ. ერთად ვნახოთ მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი დიზაინი, რომლებიც მომავლის სტილს ქმნიან.

1. ვირჯილ აბლო - ვირჯილი „ლუი ვიტონის“ კრეატიული დირექტორია და მისი ნამუშევრები ჰოლივუდის ვარსკვლავების, სუპერმოდელების ფავორიტია. მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვირჯილს მოდის ინდუსტრიაში მრავალფეროვნება შეაქვს.

2. მოლი გოდარდი - დიზაინერი ქმნის სრულიად განსხვავებულ სადღესასწაულო, კოქტეილის კაბებს და მის ყველა ნამუშევარს ეტყობა უნიკალური ხელწერა.

3. დემნა გვასალია - დემნა ის დიზაინერია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო მოდა და სრულიად განსხვავებული, ორიგინალური სტილი შესთავაზა საზოგადოებას. „ეს არის ბიჭი, რომელმაც კროქსებს მაღალი ქუსლი გაუკეთა და ტრენდად აქცია“, - წერენ უცხოური გამოცემები დემნას შესახებ. მან საქართველოს 90-იანი წლების ყოველდღიურობა, ჩაცმის სტილი დასავლური ქვეყნების მოდად აქცია და ამიტომაც, დიახ, ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია მსოფლიოში. დემნა გახლავთ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი და „ვეტემანტსის“ მთავარი დიზაინერი.

4. საიმონ პორტ ჟაკემუსი - საიმონი 30 წლისაც არ არის, თუმცა მისი გავლენა მოდის სფეროზე უკვე ძალიან დიდია. დიზაინერი ქმნის როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ხაზის სამოსს. საიმონის სამოსში განსაკუთრებით იგრძნობა ფრანგული მოტივები, ფრანგული სტილი და დახვეწილობა. დიზაინერის მიერ შექმნილი პატარა ჩანთები კი, ვარსკვლავების ფავორიტი აქსესუარია.

5. კალვინ ლუ - დიზაინერი ამბობს, რომ მისი ინსპირაციის წყარო ქალია. თავისი კოლექციების ჩვენებებით კი ძლიერი ქალის ისტორიებს გვიყვება. კალვინი ქმნის კოლექციებს თანამედროვე და წარმატებული ქალებისთვის. ეს არის საქმიანი და კლასიკური სტილი.

6. გაბრიელა ჰერსტი - გაბრიელამ ახლახანს გახსნა ნიუ-იორკში საკუთარი მაღაზია. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი დიზაინით შექმნილი ჩანთები და ამ დროისთვის ჰერსტის ჩანთები ყველაზე ვარსკვლავურ და ტრენდულ ჩანთებად ითვლება.

7. ტელფარ კლემენსი - ის ამბობს, რომ სამოსს ქმნის ყველასთვის, ყველანაირის სოციალური ფენის ადამიანისთვის. კლემენსი გასული წლის CFDAA/Vogue Fashion Fund-ის გამარჯვებული დიზაინერია. მისი სლოგანი ასეთია - „მხოლოდ შენთვის არა - ყველასთვის“.

8. ალანა პალისტერი - ალანამ შექმნა ბრენდი სახელა I.AM.GIA და ე.წ ქუჩის მოდის სამოსს ქმნის. მისი ნამუშევრები განკუთვნილია 21-ე საუკუნის ტრენდული, ქარიზმატული, გლამურული და ექსტრავაგანტული ქალებისთვის. ჰალისტერი ბელა ჰადიდისა და კაია გერბერის ფავორიტი დიზაინერია.

9. Vaquera - ეს არის ნიუ იორკული ბრენდი, რომელიც ხელოვნებასა და მოდას აერთიანებს და ახალ საფეხურზე აჰყავს. ბრენდი ქმნის სამოსს პოპ კულტურისა და სოციალური თემატიკის გათვალისწინებით.

10. „ვეტემანტსი“ - ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დემნა გვასალიაზე და მის გავლენებზე მოდის სფეროში და აღვნიშნეთ, რომ დემნა ვეტმოს მთავარი დიზაინერია, მაგრამ ბრენდის კოლექციის შექმნაზე მხოლოდ დემნა არ მუშაობს. ვეტემანტსის გუნდშია დემნას ძმა, გურამ გვასალია და დემნას მეგობრები, რომლებიც ვეტმოს სხვადასხვა მოდის სახლებიდან შეუერთდნენ.

ბრენდის კრეატიული გუნდი პრაგმატულად უდგება კოლექციის შექმნას და ქმნის მაქსიმალურად კომფორტულ სამოსს. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ეს სტილი, მაგრამ რეალურად ძალიან მოკლე დროში ვეტემანტსი უამრავი ადამიანის და მათ შორის ვარსკვლავების საყვარელი ბრენდი გახდა.