ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ყველაზე თავქარიანი ნიშნების რეიტინგი - ვინ არის პირველ ადგილზე

ზოდიაქოს ყველაზე თავქარიანი ნიშნების რეიტინგი - ვინ არის პირველ ადგილზე

მე-12 ადგილი - კირჩხიბი

კირჩხიბის შინაგანი სამყარო ჰგავს ღამეს, რომელიც სავსეა საშინელებებით. ამას დაუმატეთ ახლობლებზე ზრუნვის მძიმე ტვირთი, რომელსაც კირჩხიბი მამაცად ატარებს. ისინი შეიძლება მხიარულები იყვნენ, საკუთარ თავს მცირეოდენი ქარაფშუტობის უფლებაც მისცენ, მაგრამ მუდმივათ ღელავენ და პასუხისმგებლობის გრძნობა აწუხებთ.

მე-11 ადგილი - თხის რქა

ვალდებულება, ნამუსი, პასუხისმგებლობა - თხის რქას არა მხოლოდ გაგებული აქვს ეს სიტყვები, არამედ საქმის კურსშიც არის, როგორ გამოიყენოს ისინი რეალურ ცხოვრებაში. და არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაში, არამედ, რაც ყველაზე უარესია, სხვისაშიც. იმიტომ რომ, მისი აზრით, ვალდებულია, სხვების ქარაფშუტობაზე პასუხიმგებლობა თავად აიღონ.

მე-10 ადგილი - კურო

კურო - ნიშანია, რომელიც მუდმივად ებრძვის საკუთარ ბუნებას: მათ ეჭვი აქვთ, რომ მოწყენილად ცხოვრობენ. საბოლოოდ, მათი ყველა განაზრახვა უაზრო შოპინგით მთავრდება მთავრდება, და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად იცის, რომ ქმარს უკვე მოაქვს სახლში პრემია. დანარჩენში კურო ნიჭიერად აქეზებს ახლობლებს ჩაიდინონ სისულელეები. მას ზედმეტად უყვარს საკუთარი თავი, რომ რაიმე შარში გაეხვეს.

მე-9 ადგილი - მორიელი

მორიელები იშვიათად, მაგრამ მაინც აძლევენ საკუთარ თავს ნებას იყვნენ ქარაფშუტები, თუმცა ამ მდგომარეობაში მათი დაჭერა თითქმის შეუძლებელია. ნახო მორიელი, რომელიც მოდუნებულია და რაღაც სისულელეებს აკეთებს - იშვიათი გამართლებაა, მაგრამ როდესაც გონზე მოვა შურს იძიებს. იმიტომ რომ თავქარიანობა - სისუსტეა, საკუთარი სისუსტის მოწმეებს კი მორიელი ანადგურებს.

მე-8 ადგილი - თევზები

თევზები ბუნდოვნად გრძნობენ, რომ ქარაფშუტობა მთლიანობაში ხასიათის საკმაოდ უცნაური თვისებაა, ამიტომაც საგულდაგულოდ არიდებენ თავს. განსაკუთრებული მისია, რომელიც მის ნაზ ფარფლებს დაეკისრა, - იყოს მიუწვდომელი ქალღმერთი რჩეულებისთვის. იშვიათ შემთხვევებში კი შეუძლია ლამაზად დაიტანჯოს.

მე-7 ადგილი- ლომი

ლომები საკუთარ ქარაფშუტობას საგულდაგულოდ მალავენ, რადგან ეს სულაც არ არის „მეფური“ თვისება. ამავე დროს, ყველა დანარჩენ ნიშანს თავში აზრად არ მოუვა რომ ისინი ქარაფშუტებად ჩათვალონ. როდესაც თავდაკარგულ ქალ-ლომს უყურებენ, ამართლებენ, რომ რისკი - კეთილშობილური საქციელია, ან მიაჩნიათ, რომ ლომს სიყვარული ცუდად მოექცა.

მე-6 ადგილი - ქალწული

ქალწულებს არავინ და არასოდეს დაადანაშაულებდა ქარაფშუტობაში. როგორ, ქალწული ხომ საღი აზროვნების ეტალონური ნიმუშია - და ქარაფშუტა? სინამდვილეში მათ მიერ ნათქვამი არასოდეს - იშვიათად, მაგრამ დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ დაინგრევა ხოლმე. თავად ქალწული დარწმუნებულია, რომ თავს არ კარგავს, უბრალოდ საღი და ლოგიკური მსჯელობით იკეთებს მეტაფორულ ხარაკირის - ეს ცხოვრება მომბეზრდა, ახალი უნდა ვცადო!

მე-5 ადგილი - ვერძი

ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე უდარდელი ხუთეულის სათავაში დგანან ვერძები - ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, რომლებსაც საერთოდ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა. სამაგიეროდ ეს სხვებთან ძალიან კარგად გამოსდით. სწორედ იმიტომ არ თვლის არავინ მათ თავქარიანებად: ვერძთან ვერ გათამამდები.

მე-4 ადგილი - მშვილდოსანი

ცოტა დააკლდათ ლიდერების სამეულამდე მშვილდოსნებს, რომლებსაც უგუნურ დარდიმანდებად ითვლებიან. სინამდვილეში მშვილდოსნები ბევრ ზოდიაქოს ნიშანზე სერიოზულია, თუმცა გააჩნია თემას. ესენია: თავგადასავლები, რისკი, მოგზაურობა და ფულის ფლანგვა.

მე-3 ადგილი - მერწყული

ბრინჯაოს ჯილდო მერწყულებს ერგო - ქარაფშუტები და თავქარიანები მაგალითს აძლევენ ზოდიაქოს სხვა ნიშნებს. როდესაც მერწყული ერთხელ დააცემინებს, ის აუცილებლად ყველას გადასდებს ვირუსს.

მე-2 ადგილი - სასწორი

ვერცხლის ჯილდო ერგოთ სასწორებს, რათა ეს ჰაეროვანი ქმნილებები ცოტათი დაეშვან მიწაზე, რომლებიც დარწუნებულები არიან, რომ ცხოვრება - უდარდელი თამაშია მათი წესების მიხედვით. სასწორები არა მხოლოდ სასოწარკვეთილი უდარდელები არიან, არამედ აუტანელი მომხიბვლელებიც.

1 ადგილი - ტყუპები

საპატიო პირველი ადგილი ერგო ტყუპებს, თუმცა არ ვართ დარწმუნებულები, რომ „თავქარიანობა“ ზუსტად ასახავს მათ არსს. არა, არ გვინდა ვთქვათ, რომ ტყუპები სულელები არიან: თუ შეუიარაღებელი თვალით შევხედავთ - ის ინტელექტუალურად ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნიშანია.