ჯანმრთელობა

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ

შემოდგომა-ზამთარში, როცა თბილი დღეები მთავრდება და ტემპერატურა იკლებს, უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა იმისთვის, რომ მარტივად არ გავცივდეთ და თუ ვირუსი მაინც შეგვეყრება, ადვილად დავამარცხოთ ის.

ვნახოთ რამდენიმე სახის წვენის რეცეპტი, რომელთა მომზადებასაც სახლის პირობებში შეძლებთ და მათი მირთმევის შედეგად იმუნური სისტემა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ.

1. ციტრუსების წვენი - უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმს C ვიტამინით გამდიდრება სჭირდება. ყველამ ვიცით, რომ ვირუსებთან გასამკლავებლად და მათგან თავის ასარიდებლად C ვიტამინის მიღება უმნიშვნელოვანესია. ის აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ციტრუსის წვენს შეგიძლიათ სიტკბოსთვის თაფლი დაამატოთ და ასე მიირთვათ. ეს ფანტასტიკური საშუალებაა გრიპის თავიდან ასარიდებლად.

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ

2. გემრიელი და ცოტა ცხარე - ორი ვაშლის წვენს დაუმატეთ ერთი ცალი ლიმონის წვენი, ცოტაოდენი ჯინჯერი, ასევე ცოტა პილპილი. ეს წვენი რთული დასალევია, თუმცა დაგავიწყებთ სიცივეს და გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტს.

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ

3. ანტიოქსიდანტების ძალა - მოამზადეთ ფრეში სტაფილოსა და ჭარხლის წვენით. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ჯინჯერი და ლიმონის წვენი და ასე მიირთვათ. დარწმუნებულები იყავით, რომ გრიპი ვერაფერს დაგაკლებთ.

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ

4. მწვანე წვენი - თუ არ გიყვართ სალათები და ბოსტნეული, მოამზადეთ მათი გამოყენებით წვენი და სითხის ფორმით მიირთვით. შეურიეთ ერთმანეთს ბოსტნეული, კიტრი, ისპანახი, მწვანე ვაშლი, მოამზადეთ ფრეში და ასე მიირთვით.

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ

5. ზამთრის ელექსირი - დაწურეთ ვაშლი, სტაფილო, ფორთოხალი, შეურიეთ ერთმანეთს და მიირთვით. შედეგად, თქვენი ორგანიზმი გამდიდრდება A, B-6 და C ვიტამინებით. ეს არის ის, რაც ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ

6. ბოსტნეულისა და ხილის წვენი - სტაფილოს, ვაშლისა და ნახევარი ლიმონის წვენს შეურიეთ ნიახურისა და ჭარხლის წვენი და დაუმატეთ ცოტაოდენი პილპილი და ასე მიირთვით.

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ

7. ვირუსებთან მებრძოლი წვენი - გარდა იმისა, რომ ეს წვენი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ამავდროულად, ძალიან გემრიელია. დააბლენდერეთ მანგო მარწყვთან ერთად და მიირთვით წვენი. ის მდიდარია A, C და E ვიტამინებით. ამავდროულად, ის თქვენს ორგანიზმს ჰმატებს რკინის შემცველობას.

7 სახის წვენი, რომლებიც ზამთარში თქვენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს და გრიპი აღარ შეგაწუხებთ



<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>