სტილი

როგორ გამოიყურებიან ყველაზე ლამაზი საქორწინო კაბების დიზაინერის ვაჟები? - ყველაფერი ელი სააბის ოჯახის შესახებ

როგორ გამოიყურებიან ყველაზე ლამაზი საქორწინო კაბების დიზაინერის ვაჟები? - ყველაფერი ელი სააბის ოჯახის შესახებ

საქორწინო და კოქტეილის კაბებზე ფიქრისას ალბათ, პირველ რიგში, ელი სააბის ულამაზესი კაბები გახსენდებათ. ლიბანელი დიზაინერი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებულია. მისი დიზაინით შექმნილი კაბები ბევრი პატარძლისთვის ოცნების ობიექტია.

როგორ გამოიყურებიან ყველაზე ლამაზი საქორწინო კაბების დიზაინერის ვაჟები? - ყველაფერი ელი სააბის ოჯახის შესახებ

თავისი ბიზნესი 1980 წლიდან დაიწყო და დროის მცირე მონაკვეთში მოდის სფეროში პოპულარობა, გავლენა და ავტორიტეტი მოიპოვა. ელი სააბის კაბების მთავარი დეტალები ხშირ შემთხვევაში მარგალიტები, ბრილიანტები და სვაროვსკის თვლებია, რაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს მის კოლექციას. თავად დიზაინერი ამბობს, რომ მისი კოლექციები ლიბანელი, კერძოდ კი ბეირუთელი ქალების ცხოვრებაა.

BO-2 Multipic:

ელი სააბი ბეირუთში, 1964 წლის 4 ივლისს დაიბადა. ხუთ და-ძმას შორის ის ყველაზე უფროსია. დიზაინერის საქმიანობით სააბი ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. მისი მოდელები კი მისივე დები იყვნენ. თავდაპირველად სწორედ თავისი დებისთვის ქმნიდა სამოსს.

სააბი დიზაინერის პროფესიას პროფესიულ დონეზე პარიზში დაეუფლა და როცა პირველად ატელიე გახსნა, 18 წლის იყო. თავდაპირველად იქ 15 ადამიანი მუშაობდა და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი წარმატება მოდის სფეროში. თანდათან მისი სამოსი მაღალი მოდის განუყოფელი ნაწილი გახდა.

როგორ გამოიყურებიან ყველაზე ლამაზი საქორწინო კაბების დიზაინერის ვაჟები? - ყველაფერი ელი სააბის ოჯახის შესახებ

ელი სააბი თავის ცოლთან, კლაუდინთან და შვილებთან ერთად ლიბანსა და საფრანგეთში ცხოვრობს. დიზაინერს სამი ვაჟი ჰყავს, რომელთაგან ორი მამის ბიზნესში აქტიურადაა ჩართული. 2013 წელს ელი სააბ ჯუნიორი „ელი სააბის“ მოდის სახლის დირექტორი გახდა. სააბის შუათანა ვაჟი სელიოც მამას ეხმარება ბიზნესის წარმატებით წარმართვაში. დიზაინერის უმცროსი ვაჟი მიჩელია, რომლის საქმიანობაც ამ ეტაპზე სწავლით შემოიფარგლება.

BO-4 Multipic:

ინტერნეტ სივრცეში დიზაინერის ოჯახის წევრები დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ხშირად აქვეყნებენ ოჯახურ ფოტოებს, რომლებზეც კარგად ჩანს, რომ ოჯახის წევრებს შორის მტკიცე და ძლიერი კავშირია. ისინი ხშირად ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს ერთად, მოგზაურობენ ერთად და შვებულებასაც ერთობლივად ატარებენ. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ ვაჟებს მამასთან.

BO-5 Multipic:

სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სელიო სააბი სარგებლობს, რომელიც ძმებს შორის ყველაზე მეტად გამოირჩევა მომხიბვლელი გარეგნობით.

BO-6 Multipic:

ელი სააბის არც ერთი შვილი არ არის ჯერჯერობით დაქორწინებული, თუმცა ინტერნეტ სივრცეში უკვე აქტიურად განიხილავენ იმას, თუ როგორი კაბა შეიძლება ჩაიცვას ყველაზე ლამაზი საქორწინო კაბების დიზაინერის შვილის ცოლმა. 

BO-7 Multipic:



<a href="https://www.standard.co.uk">https://www.standard.co.uk</a>