ვარსკვლავები სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ ვეგანის, ან ვეგეტარიანელის ცხოვრების წესს. მიზეზებს შორისაა ცხოველებზე ზრუნვა, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ვნახოთ 20 ვარსკვლავი, რომლებიც ხორცის ჭამაზე უარს ამბობენ.
1. ქეით უინსლეტი - მსახიობი წლებია ვეგეტარიანელია, არ მიირთმევს ხორცს და ასევე არასოდეს დადის იმ რესტორნებში, სადაც კერძებს ფრინველის ღვიძლისგან ამზადებენ.
2. ერიკა ბადუ - მომღერალი მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევს და მისი კვების რაციონი განსაკუთრებით მდიდარია მწვანე საკვებით. ერიკა ამბობს, რომ მთავარი რამ, რის გამოც ხორცზე უარი თქვა, ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ის ამბობს, რომ ფიზიკური, გონებრივი და ასევე სულიერი სიჯანსაღისთვის გაცილებით სასარგებლოა მცენარეული საკვები.
3. ნატალი პორტმანი - მსახიობი ვეგანის ცხოვრების წესით ცხოვრობს. აღნიშნულ საკითხს მან დოკუმენტური ჩანაწერიც მიუძღვნა სახელად - „ცხოველთა ჭამა“. ნატალი თავისი აქტივობებით ცდილობს ადამიანების ცნობიერება შეცვალოს და ხორცის ჭამა აღმაშფოთებლად მიაჩნია. მსახიობი განმარტავს, რომ ეს ცუდია ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და ეწინააღმდეგება ადამიანურ ღირებულებებს.
4. ჯენა დიუანი - მსახიობი ამბობს, რომ 10-11 წელია ვეგეტარიანელია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნახა დოკუმენტური ფილმი ცხოველთა სასაკლაოს შესახებ. ჯენა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხორცის ჭამაზე უარი თქვა, მისი კანი უფრო გაჯანსაღდა, თავს უფრო ენერგიულად გრძნობს და თვლის, რომ მისი გონება გაცილებით კარგად მუშაობს.
5. ვენუს უილიამსი - ჩოგბურთელი ამბობს, რომ ვეგანის ცხოვრების სტილი ჯანმრთელობის სტაბილურობას განაპირობებს.
6. ჯესიკა ჩესტეინი - მსახიობი 2007 წლიდან ვეგეტარიანელია. 2012 წელს მან ყველაზე სექსუალური ვეგეტარიანელის ჯილდოც კი მიიღო.
7. შანია ტვაინი - მომღერალი თვლის, რომ მისი მარადიული ახალგაზრდობის მიზეზი ხორცზე უარის თქმაა.
8. ჟიზელ ბიუნდჰენი - ბრაზილიელ სუპერმოდელს სჯერა, რომ თუ გვინდა დედამიწაზე კლიმატის ცვლილებების პროცესი შევაჩეროთ, უფრო მეტი ადამიანი უნდა გახდეს ვეგანი. აღსანიშნავია, რომ ჟიზელის მეუღლე, ტომ ბრედიც უკვე წლებია ხორცზე უარს ამბობს და ამბობს, რომ ასე თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.
9. ელენ პეიჯი - კანადელი მსახიობი წლებია სხვადასხვა აქტივობებით ცდილობს ცხოველებისა და გარემოს დაცვას. 2014 წელს მან ყველაზე სექსუალური ვეგეტარიანელის ჯილდო მიიღო.
10. რუბი როუსი - ის ცდილობს ვეგანური ცხოვრების სტილით იცხოვროს და სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს ხშირად უზიარებს ამ კუთხით პირად გამოცდილებას და იმას, თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ხორცზე უარის თქმის შემდეგ.
11. მაილი საირუსი - 2014 წელს, როცა მომღერლის ძაღლი მოკვდა, მან გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა ხორცის ჭამაზე. მაილი საკითხთან დაკავშირებით ხშირად უზიარებს თავის შეხედულებებს გამომწერებს „ინსტაგრამზე“.
12. არიანა გრანდე - პოპ-ვარსკვლავმა ბავშვობიდანვე უარი თქვა ხორცზე ცხოველთა მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო. 2013 წელს კი ვეგანი გახდა. „ცხოველები ბევრ ადამიანზე უფრო მეტად მიყვარს, არ ვხუმრობ“, - ამბობს არიანა.
13. ივანა ლინჩი - მსახიობი ბავშვობიდან ვეგეტარიანელია. „მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, თუ როგორ კლავენ ცხოველებს ერთი ნაჭერი ხორცის გამო, მე უარი ვთქვი მის ჭამაზე“, - ამბობს ივანა.
14. ლილი ოლდრიჯი - მოდელი ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და მისი კვების რაციონი მცენარეული საკვებითაა მდიდარი. ლილი უკვე წლებია ხორცს არ მიირთმევს.
15. სია - მომღერალმა 2010 წელს „ტვიტერში“ დაწერა, რომ ვეგეტარიანელია, ოთხ წელიწადში კი ვეგანი გახდა.
16. კეტ ვონ დი - ტატუს ყველაზე პოპულარული სპეციალისტი და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების ავტორი წლებია ვეგეტარიანელია და ახლა გადაწყვიტა ვეგანიც გახდეს. გარდა ამისა, გასულ წელს განაცხადა, რომ მისი კოსმეტიკური ფირმა სილამაზის პროდუქტების მოსამზადებლად ვეგანურ ფორმულებს იყენებს.
17. დერილ ჰანა - ჰანა ზრუნავს გარესამყაროზე და მის სახელს ამ კუთხით არაერთი აქტივობა უკავშირდება. დერილ ჰანა ვეგანია და საკითხთან დაკავშირებით ის ხშირად აქვეყნებს ვიდეობლოგებს საკუთარ საიტზე.
18. კოლბი კაილატი - 2012 წელს კოლბიმ თქვა, რომ რამდენიმე წელია ვეგეტარიანელია და 95%-ით ვეგანურ საკვებს მიირთმევს. მომღერალი ამბობს, რომ არ მოსწონს, როცა გრძნობს, რომ მუცელში ხორცი აქვს. პროტეინებს ის მცენარეული საკვებით იღებს.
19. სარა სილვერმანი - კომიკოსი, მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი ამბობს, რომ თინეიჯერობის ასაკიდან ვეგეტარიანელია. გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა დაინახა, თუ როგორ მოკლა ფერმერმა ინდაური.
20. მიშელ პფაიფერი - მსახიობი ამბობს, რომ მისი სილამაზის და უბერებელი კანის საიდუმლო ვეგანური კვების რაციონია.
თემები: ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვება, ვარსკვლავები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია