ქუდი, შარფი, თბილი ტანსაცმელი ზამ
თრის განუყოფელი ნაწილია. არ არის მარტივი ზამთრის სქელი სამოსით ტრენდული ვიზუალი შექმნათ და მოსაწყენად არ გამოიყურებოდეთ, თუმცა თუ გარკვეულ წესებს გაითვალისწინებთ, აუცილებლად იქნება თქვენი ჩაცმის სტილი თვალშისაცემი.
ამჯერად ვნახოთ ზამთარში შარფის ტარების ათი მეთოდი.
1. თავისუფალი სტილი - ეს არის კლასიკური სტილი და შესაძლებელია შარფი ასე გაიკეთოთ მაშინ, როცა ძალიან არ ცივა. ამ შემთხვევაში, შარფს აქსესუარის ფუქცია აქვს.
2. ცალ მხარეს შემოხვეული შარფი - დაგჭირდებათ დიდი ზომის შარფი და ნახეთ, რა ლამაზი ვიზუალი იქმნება.
3. მთლიანად, ორივე მხარეს შემოხვეული შარფი - როცა ძალიან ცივა, ეს ოპტიმალური ვარიანტია. არც შეგცივდებათ და ამავდროულად, ტრენდული ვიზუალი გექნებათ.
4. წინ ჩამოშვებული შარფი, რომელსაც ფორმას ქამრის შემოხვევით მისცემთ - ასე მომხიბვლელ და ელეგანტურ სილუეტს შექმნით. კარგი იქნება, თუ შავ სამოსს ფერად შარფს შეუსაბამებთ.
5. შარფი ზამთრის მოსასხამის, ან პალტოს ფუნქციით - დიდი ზომის შარფს თუ ქამრით დაიმაგრებთ ასეთ მომხიბვლელ სილუეტს მიიღებთ. თქვენი ვიზუალი ნამდვილად იქნება გამორჩეული.
6. წინ შეკრული შარფი - კიდევ ერთი კლასიკური და მოდური სტილი.
7. ზამთრის განუყოფელი აქსესუარი, თბილი, ნაქსოვი შარფი, რომელიც შეგიძლიათ ყელზე რამდენიმე წყებად შემოიხვიოთ.
8. ატარეთ იმავე ფერის შარფი, როგორი ფერის პალტოც გაცვიათ.
9. ე.წ. პლედი შარფები - შეგიძლიათ ის მხრებზე პლედის მსგავსად მოიხუროთ.
10. შარფი, რომელსაც დამატებით ქუდის ფუნქციაც აქვს - ასეთი სტილის აბრეშუმის შარფი ტრენდად ოდრი ჰეპბერნმა აქცია, თუმცა ზამთარში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ აბრეშუმზე უფრო თბილი ქსოვილით შექმნილი შარფი გამოიყენოთ. თქვენი ვიზუალი საოცრად მომხიბვლელი და ტრენდული იქნება.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია