LIFE

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

ალბათ გსმენიათ თეორია იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ფული რამდენიმე მდიდარი ოჯახის ხელშია და რომ ისინი განაგებენ ყველაფერს. გავეცნოთ ათ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ოჯახურ კლანს, რომლებიც ცვლიან სამყაროს.

1. როკფელერების ოჯახი - როკფელერების ოჯახური კლანი ლეგენდადაა ქცეული. მათი ქონების ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, თუმცა, როგორც ამბობენ როკფელერების ოჯახის ქონება 1-დან 3 ტრილიონ დოლარამდეა. როკფელერების ოჯახს გავლენა და ფული თავდაპირველად ჯონ როკფელერმა მოუტანა. მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკულ ბაზარზე ნავთობის 90%-ს სწორედ როკფელერები აკონტროლებდნენ.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

მეორე მსოფლიო ომის დროს როკფელერების ოჯახი კიდევ უფრო გაძლიერდა. ამბობენ, რომ ისინი ომში დაპირისპირებულ ორივე მხარეს ეხმარებოდნენ. ოჯახი აქტიურად იყო და არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. 

2. მორგანების ოჯახი - მორგანების კლანის სახელს უკავშირებენ ამერიკის პოლიციისა და მსოფლიოს მასშტაბით, საბანკო სექტორის კონტროლს. მორგანების კლანს ძალაუფლება ჯონ პირპონტ მორგანმა მოუტანა, რომელმაც აშშ-ში პირველი ფინანსური იმპერია შექმნა. ის სამოქალაქო ომის დროს იარაღს ყიდდა.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

1907 წელს კი, საბანკო სისტემის გადარჩენას სწორედ მის სახელს უკავშირებენ. თანამედროვე ეპოქის მორგანები აგრძელებენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებს და ისინი ყველაზე გავლენიანი ბანკირები არიან. ასევე, ოჯახის წევრები ხელმძღვანელობენ „ჯენერალ მოტორსსა“ და „ჯენერალ ელექტრიკს“. 

3. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი - „საუდები“, ასე უწოდებენ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრებს, დინასტიას, რომელიც 1932 წლიდან განაგებს საუდის არაბეთს. ოჯახის უფროსი დღეს მეფე სალმან იბნ აბდულ აზიზ ალ საუდია.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

მეფეს აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლება აქვს, ხოლო სამეფო ოჯახის წევრებს ქვეყნის მართვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სადავეები უკავიათ. საუდებს შეუძლიათ ნებისმიერი პოსტი დაიკავონ ქვეყანაში, რომელიც კი მოესურვებათ. მსოფლიო ნავთობის 20% ამ ოჯახს ეკუთვნის. 

4. როტშილდების ოჯახი - ჯერ კიდევ ნაპოლეონ პირველის დროს როტშილდების ოჯახი უმდიდრესი იყო. როტშილდებმა საკუთარი ფინანსური იმპერია შექმნეს. მათი აღზევება ამშელ როტშილდს უკავშირდება. სხვადახვა დაუდასტურებელი ცნობით, როტშილდები დღემდე განაგებენ მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუციებს.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

ამბობენ იმასაც, რომ მსოფლიოში ყველა ომს ისინი აფინანსებენ. როტშილდების მიმდინარე ქონება 2 ტრილიონი დოლარია. მათ ინვესტიციები აქვთ საბანკო და სავაჭრო სექტორში. ოჯახი ფლობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის წილს. 

5. ბარუხების კლანი - ამ ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ ყოფილა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც როტშილდებისა და როკფელერების, მაგრამ გავლენა გაცილებით დიდი ჰქონდათ. ბარუხების კლანის მთავარი წარმომადგენელი ბერნარდ ბარუხია, რომელიც აშშ-ის ხუთი პრეზიდენტის მრჩეველი და უინსტონ ჩერჩილის მეგობარი იყო.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

გამოთქმა „ცივი ომი“ სწორედ ბერნარდ ბარუხს ეკუთვნის. ცოტაა ცნობილი მისი იმპერიის მემკვიდრეებზე. ბერნარდს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. მისი ვაჟი 1990 წელს გარდაიცვალა. შვილიშვილებისა და შვილთაშვილების შესახებ სარწმუნო ცნობები არ მოიპოვება, თუმცა ამბობენ, რომ საზოგადოების წინაშე ისინი შეგნებულად არ ჩნდებიან და დღემდე აკონტროლებენ აშშ-ის პოლიტიკას. 

6. უოლტონების ოჯახი - 1962 წელს ბიზნესმენმა სემ უოლტონმა „ვოლმარტის“ პირველი მაღაზია გახსნა. ამის შემდეგ ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რიცხვს შეუერთდა. Walmart-ის მაღაზიათა ქსელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებულია შეერთებულ შტატებში.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

სემის გარდაცვალების შემდეგ ბიზნესს სათავეში მისი ცოლი ჩაუდგა, რომელსაც კომპანიონობას თავისივე ოთხი შვილი უწევს. გარდა „ვოლმარტისა“, უოლტონები განაგებენ Arvest Bank-ს. ოჯახი ფლობს ძვირადღირებული ნახატების ბრწყინვალე კოლექციას და ასევე აქვთ საქველმოქმედო ფონდი. 

7. უინძორები - უინძორები დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახია. ამ ეტაპზე სამეფო ოჯახს დედოფალი ელისაბედ II განაგებს. ის არის ანგლიკანური ეკლესიის მეთაური და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ინგლისის გარდა, ელისაბედ მეორე თანამეგობრობის 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს მონარქად მიიჩნევა.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

დედოფლის რეიტინგი და სოციალური მდგომარეობა ნებისმიერი პოლიტიკოსის შურის საბაბი შეიძლება გახდეს. ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს თანამედროვე ცხოვრებით, მსახურობენ ბრიტანეთის არმიაში და ეწევიან საქველმოქედო საქმიანობას. 

8. მარდოკების ოჯახი - მარდოკები მედიამაგნატები არიან და მათ იმპერიის აგება ავსტრალიაში დაიწყეს. კიტ მარდოკი მელბურნის გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი იყო, რომელიც მალე მთავარ რედაქტორად დაინიშნა და მალევე გენერალური დირექტორი გახდა. მისი ვაჟი რუპერტი ასევე ჟურნალისტი იყო. მარდოკებმა შექმნეს მედია ჰოლდინგი, ახალი ამბების კორპორაცია.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

ახლა ოჯახი ფლობს ფილმების კომპანიას - 20th century Fox, ტელეკომპანია Fox News-ს, სოციალურ ქსელ My Space-ს და საფონდო კომპანია Dow Jones -ს. რუპერტ მარდოკი ძალიან პოპულარულია პოპ კულტურაში. სერიალებში The Big Bang Theory და The Simpsons სწორედ ამ ოჯახის წევრების პროტოტიპებია შექმნილი. 

9. ოპენჰეიმერების ოჯახი - ოჯახი ფლობს ალმასებისა და ოქროს საბადოებს. კლანის აღზევება ერნესტ ოპენჰეიმერსს უკავშირდება. ის საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკის ქალაქ კიმბერლიში გადავიდა, სადაც ქალაქის პირველი მერი გახდა. შემდეგ ხელმძღვანელობდა ალმასების მომპოვებელ ერთ-ერთ კომპანიას და მალევე ალმასების მოპოვების კუთხით მსოფლიოს წამყვანი ფიგურა გახდა.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

ალმასების იმპერიას ახლა ერნესტის შვილიშვილი, ნიკ ოპენჰეიმერი ხელმძღვანელობს. ოჯახი მოიპოვებს და ყიდის არა მხოლოდ ალმასს, არამედ ოქროს, რკინის მადანს, პლატინას და სამრეწველო მინერალებს. 

10. ფრიცკერების ოჯახი - ებრაელი იმიგრანტების ოჯახი 1881 წელს უკრაინიდან, კივიდან საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. ოჯახი ფლობს Hayat Corporation-ს. ეს არის სასტუმროების ქსელი, რომელიც დღეს 54 ქვეყანაში 777 სასტუმროს აერთიანებს. ფრიცკერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ შენობების არქიტექტურას.

10 ოჯახი, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ

ისინი ჩიკაგოში ცხოვრობენ, სადაც არქიტექტურის საკუთარი სკოლა აქვთ. ამბობენ, რომ ეს ოჯახი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბევრი თავლსაზრისით ყველა იმ ქალაქზე, სადაც სასტუმრო აქვთ, მაგრამ განსაკუთრებით დიდი გავლენა მათ ჩიკაგოზე აქვთ.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>