ჩანთები, რომლებიც 2019 წლის მთავარი ტრენდი იქნება - 10 მთავარი ტენდენცია
- 30.11.2018
არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ უკვე ძალიან ბევრი ჩანთა გაქვთ, თქვენთვის ის არასოდესაა საკმარისი და ვიცით, რომ კიდევ გსურთ ახლის შეძენა. ჩანთა ბევრი ქალის სისუსტეა. ყველა სეზონზე დიზაინერები განსხვავებულ სტილს გვთავაზობენ.
ვნახოთ, როგორი ჩანთები იქნება ტრენდული 2019 წელს:
1. „მანგო“ გვთავაზობს პატარა, კლასიკურ ჩანთას - ეს გეომეტრიული ჩანთა კლასიკური სტილის სამოსს შეგიძლიათ შეუსაბამოთ.
2. „ზარა“ გვთავაზობს ე.წ. კლატჩს, რომელზეც რაიმე წარწერაა დატანილი.
3. „ლუი ვიტონის“ მოდის სახლის დიზაინერმა, ჯენიფერ ლიმ, დიდიზომის, გრძელტარიანი ჩანთა დაუბრუნა მოდას - ეს არის მოსახერხებელი, კომფორტული და ტევადი ჩანთა საქმიანი ქალებისთვის.
4. „ტოპშოპი“ სამეფო სტილით ინსპირირებულ ჩანთას წარმოგვიდგენს - მეგან მარკლი ხშირად ატარებს მსგავსი სტილის ჩანთებს. ის არ არის, რა თქმა უნდა, ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაგრამ თუ პომპეზურ წვეულებაზე ასეთი ჩანთით გამოჩნდებით, ნამდვილად მიიპყრობთ ყურადღებას.
5. „ფენდი“ გვთავაზობს ჩანთებს, რომელზეც კარგადაა გამოკვეთილი ბრენდის ლოგო - ჩანთა ხავერდის ქსოვილისგანაა შექმნილი და ის შეგიძლით ყოველდღიურ სტილს შეუსაბამოთ. აღსანიშნავია, რომ მოდის კრიტიკოსები ამ სტილის ჩანთებს ყველაზე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
6. ნაქსოვი და დაწნული ჩანთები, რომლებიც რაიმე დეტალით, მაგალითად შარფითაა გაფორმებული, უკვე წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს - თუ გადახედავთ ონალიან მაღაზიებს, ნახავთ, რომ ეს ჩანთები ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია.
7. Jacquemus ცისფერ და პატარა ზომის ჩანთას გვთავაზობს - ამ სტილის ჩანთა ტრენდადმოდელებმა, ემილი რატაკოვსკიმ და ჯიჯი ჰადიდმა აქციეს და 2019 წელს ის კიდევ უფრო აქტუალური გახდება. ჩანთა იმდენად პატარაა, რომ მასში მხოლოდ ტელეფონი, გასაღები და საკრედიტო ბარათი ჩაგეტევათ.
8. სიუზან ალექსანდრა ბისერებით მოქსოვილ ჩანთას გვთავაზობს.
9. Staud-ის თეთრი ჩანთა ელეგანტური ქალებისთვის - რა თქმა უნდა, ეს ჩანთა არ არის პრაქტიკული, ის მხოლოდ განსაკუთრებულ წვეულებაზე გამოგადგებათ.
10. 2019 წლის კიდევ ერთი ტრენდული სტილი, რომელსაც Cult Gaia წარმოგვიდგენს - ამ ჩანთას გალიის ფორმა აქვს.
თემები: ქალები, ჩანთა, 2019 წლის ტენდენციები
<a href="https://www.marieclaire.com">https://www.marieclaire.com</a>