ყველას ჰყავს ფავორიტი მსახიობი და სწორედ ის მიაჩნია ყველა დროის საუკეთესო არტისტად. იმაზე თუ ვინ არის საუკეთესო, შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ვნახოთ, thisisinsider.com-ის ვერსიით ყველა დროის 20 ყველაზე დიდებული და საუკეთესო ქალი მსახიობი. თუ სიაში თვენს ფავორიტს ვერ აღმოაჩენთ, გული არ დგწყდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის შესანიშნავი შესრულებელი არ არის.

20. ნატალი პორტმანი - ეს მართლაც ძალიან ნიჭიერი მსახიობი მეოცე ადგილს იკავებს და ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდაა. ყოველი როლი მისთვის ახალი გამოწვევაა. ნატალიმ 2016 წელს კინოკრიტიკოსების აღიარება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ჟაკლინ კენედის როლი ფანტასტიკურად მოირგო, თუმცა უნდა ითქვას, რომ მსახიობს აღიარება არც მანამდე აკლდა - 2010 წელს ფილმ „შავ გედში“ მის მიერ შესრულებული ნიჭიერი ბალერინას როლი დაუვიწყარია.

19. დეიმ ჯუდი დენჩი - მსახიობი შვიდჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოიპოვა. ოსკარი მან მიიღო 1998 წელ გადაღებულ ფილმში, „შეყვარებულ შექსპირში“ შესრულებული როლისთვის. დეიმ ჯუდი დენჩმა შექმნა ლეგენდარული პერსონაჟები ფილმებში: „სიამაყე და ცრურწმენა“ და „შოკოლადი“.

18. ქლორის ლიჩმენი - მსახიობმა 2017 წელს ოსკარი მიიღო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ის ასევე PETA's Lifetime Achievement Award in 2017 - ის გამარჯვებული გახლავთ.

17. მერი ელენ ტრეინორი - მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ფილმი, „Lethal Weapon”, სადაც მსახიობი მელ გიბსონსა და დენი გლოვერს უწევს პარტნიორობას. ის 2015 წელს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

16. ფრენსის ბეი - ფრენსისმა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გმირი შექმნა ფილმ „ბედნიერ დღეებში“, სადაც მსახიობმა ბებიის როლი მოირგო. მისი სამსახიობო კარიერა 1930 წელს დაიწყო. ფრენსისი 2011 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

15. დეიმ მეგი სმიტი - მსახიობი განსაკუთრებით „ჰარი პოტერის“ ფანებს უყვართ, დეიმმა ასევე დასამახსოვრებელი სახე შექმნა ფილმში Downton Abbey. ჰარი პოტერში დეიმ მეგი სმიტი პროფესორ მინევრა მაკგონაგალის როლს ასრულებს. მსახიობმა სამჯერ მოიგო ემი.

14. ჯოან კროუფორდი - მსახიობს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა 1962 წელს გადაღებულმა საშინელებათა ფილმმა „Whatever Happened to Baby Jane”.

13. სიგურნი უივერი - ის მართლაც ლეგენდარული მსახიობია, რომელსაც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ჰყავს. თავდაპირველად დიდი წარმატება მოუტანა 1988 წელს გადაღებულმა ფილმმა, “gorillas in the Mist”.

12. ჯული კრისტი - მსახიობმა ორჯერ მიიღო ოსკარი. ჯული კრისტის ადამიანების დიდი ნაწილი „ჰარი პოტერში“ შესრულებული როლით იცნობს, თუმცა მას არაერთ სხვა ფილმში აქვს დასამახსოვრებელი სახე შექმნილი. ოსკარი მიიღო ფილმებისთვის „Afterglow” და „Away From Her”.

11. ჯემი ლი კურტისი - 1978 წელს გამოსულ ფილმ “Halloween”-ში ჯემი ლი კურტისის შთამბეჭდავმა სამსახიობო ოსტატობამ მაყურებლისა და კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. მას დღემდე აქტიური სამსახიობო კარიერა აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია ჰოლივუდში.

10. ბეტ გრანტი - მან დასამახსოვრებელი პერსონაჟები შექმნა ფილმებში „No Country for Old Men”, “Little Miss Sunshine”, „Donnie Darko”.

9. ფეი დანაუეი - ის ერთი ოსკარის, სამი ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოების მფლობელია.

8. ჯულიანა მური - მსახიობი ოსკარზე ხუთჯერ იყო ნომინირებული, ოქროს ქანდაკების სახლში წაღება კი, 2015 წელს შეძლო, რომელიც ფილმ „Still Alice”-ში შსრულებული როლისთვის დაიმსახურა.

7. ქემერონ დიასი - მსახიობი 2014 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა დიდ ეკრანზე და უარს ამბობს სამსახიობო კარიერაზე, თუმცა 1990 წლიდან ის მართლაც უდიდესი ვარსკვლავი იყო ჰოლივუდში და უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

6. ლინ შეი - ის საშინელებათა ფილმების ვარსკვლავია, თუმცა აქვს როლები კომედიურ ფილმებშიც და ორივე ჟანრის მორგება ფანტასტიკურად გამოსდის.

5. დრიუ ბერიმორი - ტოპ ხუთეულს დრიუ ბერიმორი ხსნის. ის ბავშვობიდან მსახიობია და არაერთი კომედიური და რომანტიკული პერსონაჟის ავტორია.

4. ჰოლი ბერი - ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელმაც საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ოსკარი მიიღო. მას ოსკარი 2002 წელს, ფილმ „Monster Ball”-ში შესრულებული როლისთვის გადასცეს.

3. მაურინ ო’სალივანი - მან ფილმში „ტარზანი“ ექვსჯერ ითამაშა ჯეინის როლი. ირლანდიელ მსახიობს შვიდი შვილი ჰყავს. მისი შვილებიდან ერთ-ერთი, მია ფეროუ, მსახიობია. სალივანს არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი, თუმცა განსაკუთრებული წარმატება „ტარზანმა“ მოუტანა.

2. კერი ფიშერი - მსახიობი ორი წლის წინ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების შემდეგაც კი გავლენას ახდენს მისი პერსონა მსოფლიო კინოზე.

1. ლოის მაქსველი - მსახიობმა ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ ფილმებში 14-ჯერ შეასრულა Miss Moneypenny-ის როლი. ამ პერსონაჟს კარგად იცნობენ ჯეიმს ბონდის ფანები. ლოის მაქსველს გამორჩეულად ნიჭიერ მსახიობად მიიჩნევენ, რომლის სამსახიობო კარიერაც 60 წელს ითვლის.