ქალები საუკეთესო ქალ მეგობრებს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ქმრებს - კვლევის შედეგი
- 04.12.2018
არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, რამდენი წლის ხართ, ან დაქორწინებული ხართ, თუ არა. ყველა ჩვენგანს ჰქონია ცხოვრებაში თუნდაც მხოლოდ ერთი ისეთი რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც ღირებული იყო, ან დღემდე ღირებულია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალი კვლევის თანამად, ქალების უმეტესი ნაწილი ქმრებზე უფრო მეტად საუკეთესო მეგობარ ქალებს ენდობა და მათთან ურთად დროის გატარება უფრო მოსწონთ, ვიდრე რომანტიკულ პარტნიორთან.
კვლევა ჩაატარა კომპანია Champneys-მა და მასში 1517 ქალი მონაწილეობდა, რომელთა 50%-ზე მეტმა აღიარა, რომ საუბრის დროს უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობენ საუკეთესო მეგობარ ქალებთან, ვიდრე ქმრებთან და მეგობრებს ქმრებზე უფრო მეტად ენდობიან.
მკვლევარებმა ასევე, ამავე კვლევის ფარგლებში, გამოავლინეს ყოველივეს გამომწვევი მიზეზები. პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალებს საუკეთესო მეგობარ ქალებთან ურჩევნიათ საუბარი ასეთია - ისინი გრძნობენ, რომ შეუძლიათ ქალთან ისაუბრონ ნებისმიერ თემაზე, ხოლო ქმართან ასე ვერ იქცევიან, მასთან ყველა საკითხს ვერ განიხილავენ.
რაც შეეხება მეორე მიზეზს, კვლევაში ჩართული ქალების უმეტესობა ამბობს, რომ ქალი მეგობარი მათ უფრო მეტი გულისყურით და თანაგრძნობით უსმენთ, ხოლო ქმრები არ უსმენენ, ქალებს ქალი მეგობრები უფრო მეტად უგებენ, ქმრები კი, ვერ უგებენ.
კვლევაში ჩართული ქალების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ დროის გატარება ქალ მეგობრებთან ერთად ურჩევნიათ, ვიდრე ქმრებთან. გამოკითხულთა 29%-მა თქვა, რომ ქალ მეგობრებთან არ უწევთ თამაში და არიან ნამდვილები, არ იპრანჭებიან, არ არიან დაძაბულები და ძალიან ბევრი საერთო აქვთ, ძალიან ბევრი საერთო ტკივილი, სიხარული აკავშირებთ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
28%-მა თქვა, რომ ქალი მეგობრებისგან, უფრო კარგ რჩევებს იღებენ ვიდრე ქმრებისგან.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც კვლევამ აჩვენა ის არის, რომ ქალები თავიანთ ქალ მეგობრებს საშუალოდ ორ ისეთ საიდუმლოს უმხელენ, რომელთა შესახებაც ქმრებმა არაფერი იციან.
თემები: მეგობრობა, ქალები, რჩევები, მეგობრობის შენარჩუნება
<a href="https://www.fempositive.com">https://www.fempositive.com</a>