LIFE

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან

კრისტიან დიორის რევოლუციური New Look-ის შესახებ ყველას გვსმენია, თუმცა პირველად Voulez-Vous-ს მიერ გამართულ პრეს-ლანჩზე შევიტყვეთ, რომ Dior-ის მოდის სახლში წლების განმავლობაში შექმნილ ყველა კოსტიუმს კრისტიან დიორის რეზიდენციის გარშემო მდებარე ბაღებში მოყვანილი ყვავილების სახელები ერქვა.

ნინო ნოდიამ ქართული პრესისთვის სასტუმრო Museum-ში შეხვედრა გამართა, სადაც Dior-ის წარმომადგენელმა — ქალბატონმა ალექსანდა ლუკიანოვამ სტუმრებს მოდის სახლის პარფიუმერული ხაზის ეპოქალური ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალები გააცნო და Dior-ის საახალწლო მაკიაჟის წლევანდელი ტენდენციებისა და თავის მოვლის პროდუქტების შესახებ ესაუბრა:

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან
ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან

Dior-ის მოდის სახლმა სუნამოების — Christian Dior Parfums-ის წარმოება 1947 წელს, Miss Dior-ის გამოშვებით დაიწყო: სუნამოს სახელწოდება კრისტიან დიორის დის პატივსაცემად უწოდეს. ყველაფერი კი გრასთან ახლოს მდებარე პატარ სოფელ მონტაროუში, კრისტიან დიორის შატო Château de la Colle Noire-ში მდებარე ყვავილების ბაღიდან იღებს სათავეს: სწორედ იქ ხარობს იშვიათი ჯიშის მცენარეები, რომელთა ექსტრაქტებიც Dior-ის სუნამოების და სხეულის მოვლის კოსმეტიკურ საშუალებებში შედის. პარფიუმერმა ფრანსუა დემაშიმ Dior-ის სუნამოების შესაქმნელად გრასის მაისის ვარდი და „სამეფო ჟასმინი“ გამოიყენა.

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან

თავისი ისტორია აქვს ლეგენდარულ Château de la Colle Noire-ს: საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში კრისტიან დიორი იქ ლტოლვილის სტატუსით მოხვდა, თუმცა 1951-ში, როდესაც კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, მთლიანი ტერიტორია შეისყიდა და ასეულობით ჰექტარზე გადაჭიმული საკუთრება დიზაინერის ახალი შთაგონება გახდა: სწორედ ამ დროს გადაწყვიტა პოდიუმის მიტოვება და მთელი დარჩენილი ცხოვრება ბაღის განახლებას მიუძღვნა — იქ გრანვილში მდებარე ბავშვობისდროინდელი ბაღის Les Rhumbs-ის აუზი და სხვადასხვა დეტალი გააცოცხლა. Château de la Colle Noire მალე მონსიე დიორის მეგობრების თავშეყრის ადგილად იქცა.

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან

2013-ში Château de la Colle Noire Dior-ის მოდის სახლმა აღადგინა და 200-კაციანი გრანდიოზული ვახშამიც გამართა, რომელსაც ბელა ჰადიდი, მოდის სახლის სახე — შარლიზ ტერონი და სხვა უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. ქალბატონ ალექსანდრა ლუკიანოვას განცხადებით, ტერიტორია მალე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა.

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან

დღეს Parfums Christian Dior-ი LVMH-ის წევრი კომპანიაა, რომელიც ორლეანის მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრ Hélios-ს ფლობს. Hélios-ი 18000 კმ-ზე განლაგებული 6 შენობისგან შედგება და კოსმეტიკური საშუალებების ინოვაციებს ნერგავს; შატოს მიმდებარე Domaine de Manon-ის პლანტაციებზე მოყვანილი ვარდები კი მხოლოდ Dior-ის პარფიუმერიის წარმოებისთვის გამოიყენება.

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან

Dior Prestige-ის კანის მოვლის ხაზის შესაქმნელად ველური ვარდის და კრისტიან დიორის ბაღის ვარდისგან ახალი ჯიში — გრანვილის ვარდი გამოიყვანეს და სწორედ მისი ექსტრაქტის დამსაუხრებით კოსმეტიკურ საშუალებას უნიკალური აღმდგენი თვისებები მიანიჭეს.

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან

რთულია, სიტყვებით გადმოსცე Parfums Christian Dior-ის სუნამოების მომაჯადოებელი სურნელი ან Dior Prestige-ის ხაზის კრემების წარმოუდგენელი ეფექტები, თუ პროდუქციას საკუთარ თავზე არ გამოცდი — სწორედ ასე მოვიქეცით Voulez-Vous-ს შეხვედრაზე Dior-ის განსაკუთრებული საჩუქერბით განებივრებული პრესის წარმომადგენლები.

ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან
ყვავილებით გადმოცემული მემკვიდრეობა Dior-ისგან
BO-10 Multipic: