მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ 2018 წელს ვარსკვლავურმა წყვილებმა მოდა ახალ საფეხურზე აიყვანეს და არაერთი შთამბეჭდავი სამოსით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას.

Vogue წარმოგვიდგენს 12 ვარსკვლავურ წყვილს, რომლებიც 2018 წელს სტილის თვალსაზრისით დომინირებდნენ და მოდაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

1. ალექს როდრიგესი და ჯენიფერ ლოპესი - ისინი ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთის შესაბამისად ჩაიცვან და მათი სამოსი თანხვედრაში იყოს. ჯენისა და მისი რომანტიკული პარტნიორის ვიზუალი ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

2. The Weeknd და ბელა ჰადიდი - მომღერლისა და სუპერმოდელის ჩაცმის სტილი არასოდეს რჩებოდა ყურადღების მიღმა. წყვილის ყოველი გამოჩენისას მარტივად შესამჩნევია, რომ ისინი ერთმანეთის შესაბამისად იცვამენ და საბოლოო ჯამში, ჰარმონიულ ვიზუალს ქმნიან.

3. ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები - საფრანგეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის სტილი დახვეწილი, ტრენდული და გლამურულია. ბრიჯიტ მაკრონიმ შესანიშნავად იცის, როგორ ჩაიცვას სიტუაციების შესაბამისად. წყვილის ჩაცმის სტილი 2018 წელს არაერთხელ გახდა განხილვის საგანი და თითქმის ყოველთვის მათ დადებითი შეფასება დაიმსახურეს.

4. ტრევის სკოტი და ქაილი ჯენერი - განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო წყვილის ვიზუალი სხვადასხვა პომპეზურ ცერემონიებზე.

5. ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი - წყვილის ჩაცმის სტილი ყოველთვის იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას. ისინი ცდილობდნენ გამორჩეულები ყოფილიყვნენ. Vogue წერს, რომ წყვილი ცდილობდა უჩვეულო ჩაცმის სტილით მიეპყრო ყურადღება. „გიჟური თინეიჯერული სტილი“ - ასეც კი უწოდეს მათ ჩაცმულობას. ჯასტინსა და ჰეილის არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

6. ბიონსე და ჯეი ზი - წყვილი არა მარტო წელს, გასულ წლებშიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია და მათი ჩაცმის სტილი, რომელიც ყოველთვის თანხვედრაშია ერთმანეთთან, ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს გულშემატკივრებზე.

7. ნიკ ხონასი და პრიანკა ჩოპრა - კიდევ ერთი გლამურული ვარსკვლავური წყვილი, რომელთა ჩაცმის სტილიც ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

8. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - რა თქმა უნდა, ეს სია წარმოუდგენელიც კი იქნებოდა ბრიტანეთის სამეფო წყვილის გარეშე. ჰარიმ და მეგანმა, რა თქმა უნდა, იციან სად, როგორ უნდა ჩაიცვან, მაგრამ მეგან მარკლის კიდევ ერთი რამ გამოარჩევს, ის უმეტეს შემთხვევაში არ იცვამს ძვირადღირებულ სამოსს და ამით ყველას აჩვენებს, რომ იაფფასიან ტანსაცმელშიც შესაძლებელია იდეალურად გამოიყურებოდე.

9. Keysha Ka’Oir და Gucci Mane - წყვილმა 2018 წელს ექსტრავაგანტული სამოსით დაგვამახსოვრა თავი.

10. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი - ეს წყვილი ჰოლივუდში განსაკუთრებით უყვართ. ბლეიკი რომ შესანიშნავი გემოვნებით გამოირჩევა, არ არის ახალი ამბავი. ბლეიკისა და რაიანის ყველა სტილი ინსპირაციის წყარო ხდება საზოგადოებისთვის.

11. ქარდი ბი და ოფსეტი - წყვილის სუპერექსტრავაგანტული სტილი რთულია უყურადღებოდ დაგრჩეს.

12. ზოე კრავიცი და კარლ გლუსმანი - განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს წყვილის კლასიკური სტილი.