Trend.ge ამჯერად ცნობილი ადამიანების სახლებში შეგახედებთ და მათ ნაძვის ხეებს დაგათვალიერებინებთ. ვნახოთ, როგორ ემზადებიან ვარსკვლავები 2019 წელთან შესახვედრად.

1. ბენ ფოგლი - მსახიობმა შვილთან ერთად მორთო ნაძის ხე და სახლი საახალწლო დეკორაციებით.

2. პედი მაკგინსი - ბრიტანელი მსახიობი და კომიკოსი თვლის, რომ ხეების ადგილი სახლში არ არის. მან ეზოში მორთო ნაძვის ხე.

3. ჯენიფერ ლოპესი - მომღერლის ნაძვის ხე წითელი ვარდებითაა მორთული.

4. ქაილი ჯენერის ოქროსფერი ნაძვის ხე.

5. შარლოტ ჰოუკინსი - შარლოტი ბრიტანელი ტელევარსკვლავია. შეიძლება ვთქვათ, რომ მისი ნაძვის ხე ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებულია.

6. კელი რიპა - მსახიობის ნაძვის ხე ასეთი შთამბეჭდავია.

7. ამერიკელი ბიზნესვუმენი, ნიკი ჰილტონი, ინსტაგრამზე გამომწერებს თავისი დედის ნაძვის ხეს და საახალწლო მორთულობას უზიარებს.

8. ეს მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის, რიჩარდ არნოლდის საახალწლო ნაძვის ხეა.

9. „ინსტაგრამზე“ გამომწერებს კელი ბრუკიც უზიარებს თავისი საახალწლო ნაძვის ხის ვიდეოს.

10. მეგან დევისონი - მეგანი ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი ვარსკვლავის, მეკარე ჟორდან პიკფორდის საცოლეა. მან და პიკფორდმა ნაძვის ხე ფუმფულა სათამაშოებით მორთეს.