10 საახალწლო ფილმი სიყვარულზე, რომლებიც დღესასწაულზე რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით
- 12.12.2020

ვნახოთ 10 ფილმი სიყვარულზე, რომლებსაც ახალი წლის დღეებში უნდა უყუროთ, თუ გსურთ, რომ რომანტიკული განწყობა შეიქმნათ.
1. „შვებულება“/The Holiday - ფილმში ორი გულგატეხილი ქალის საინტერესო თავგადასავალს ნახავთ. ეს იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ნახვაც მაყურებელს არასოდეს ბეზრდება. გარდა საინტერესო ისტორიისა, ფილმში ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ნახავთ.

2. „რეალური სიყვარული“/Love Actually - კლასიკური სადღესასწაულო ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია.

3. „ინტუიცია“/Serendipity - რომანტიკული ფილმი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.

4. „სტოუნების ოჯახი“/The Family Stone - ამ ფილმში ყველაფერია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

5. „მეოჯახე“/The Family Man - ფილმი დაგაფიქრებ იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

6. „ოთხი შობა“/Four Christmases - ეს არის რომანტიკული კომედია, რომელზეც ბევრს იცინებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

7. „ეს მშვენიერი ცხოვრება“/It's A Wonderful Life - კლასიკად აღიარებული ფილმი შთამბეჭდავი სასიყვარულო ამბით.

8. „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“/Bridget Jones's Diary - ამ ბრიტანულ რომანტიკულ კომედიაში ნახავთ სასიყვარულო სამკუთხედს და საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალს.

9. „თეთრი შობა“/White Christmas - მხიარული სადღესასწაულო ფილმი არაჩვეულებრივი საუნდტრეკებით.

10. „უბრალოდ მეგობრები“/Just Friends - მამაკაცი, რომელიც სკოლაში ვერავის ხიბლავდა, გადაწყვეტს, რომ იმ გოგონას გული მოიგოს, რომელიც, ყოველთვის უარყოფდა და დასცინოდა. ფილმზე ბევრს იხალისებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

თემები: ქალები, რჩევები, ახალი წელი, ფილმები, მსახიობები
<a href="https://www.countryliving.com">https://www.countryliving.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია