აშშ-ის პირველი ლედის ჩაცმის სტილი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მელანიას ამ კუთხრით ბევრი კრიტიკოსი არ ჰყავს და ხშირ შემთხვევაში, ის მოდის კრიტიკოსების მოწონებას იმსახურებს.
ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მელანიას ჩაცმის სტილში ისაა, რომ ის თითქმის არასოდეს არ იცვამს პიჯაკებსა და პლატოებს სახელოებით და სამოსი ყოველთვის მხრებზე აქვს მოსხმული.
მელანიას პალტოებისა და პიჯაკების სახელოები თითქმის ყოველთვის გამოუყენებელია. ის საჯარო მიღებებზე ყველას აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პალტო ჩაიცვა სახელოების გარეშე და ეს სტილი შეიძლება ძალიან მოდური და მომხიბვლელი იყოს.
უფრო მეტიც, მელანიამ ეს სტილი ტრენდად დაამკვიდრა და პოპულარული ადამიანები მოდის კვირეულებზე, საზეიმო მიღებებზე, ფილმების პრემიერებზე ისე იცვამენ პალტოებს, როგორც აშშ-ის პირველი ლედი.
არ აქვს მნიშვნელობა ამინდს და ჰაერის ტემპერატურას, სიცხეშიც და სიცივეშიც მელანია მოსაცმელს ასეთ სტილში იცვამს.
რატომ იცვამს აშშ-ის პირველი ქალი პალტოს სახელოების გარეშე? – მოდის კრიტიკოსები ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთ-ერთი კი ასეთია - ამ ფორმით მელანია ცდილობს დამალოს სხეული ყველა ნაკლოვანება, რაც შეიძლება კაბაში ჩანდეს და მომხიბვლელ სრულყოფილ ვიზუალს იღებს.
კიდევ ერთი განმარტება კი ასეთია - მელანია ამ გზით ცდილობს, რომ თავი აარიდოს დონალდ ტრამპის ხელის ჩაჭიდებას. ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის დროს დონალდ ტრამპმა სცადა, რომ ხელი ჩაეჭიდებინა მელანიასთვის, თუმცა მოულოდნელად ხელი პალტოს სახელოს ჩაავლო. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად კი, დონალდ ტრამპი ხშირ შემთხვევაში აღარ ცდილობს ხოლმე ხელი მოჰკიდოს თავის ცოლს.
თემები: მელანია ტრამპი, მელანია ტრამპი ინაუგურაციაზე, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://slate.com">https://slate.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია