ვიქტორია ბეკჰემი გვასწავლის თუ რა იქნება 2019 წლის 5 მთავარი ტრენდი - რჩევები ელეგანტურ ქალებს
- 18.12.2018
ვიქტორია ბეკჰემი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. ვიკი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მოდას ამკვიდრებენ და ყველაზე უჩვეულო სამოსსაც კი ტრენდად აქცევენ.
ის, რაც ვიქტორია ბეკჰემს აცვია, მალევე ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მოდური. ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ 2019 წელს - 5 მთავარი ტენდენცია.
1. მოდაში იქნება გამჭვირვალე მაისური, რომელშიც ბიუსჰალტერი კარგად ჩანს. ასეთი სამოსი კი შეგიძლიათ შეუსაბამოთ მაღალწელიან შარვალსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
2. ტრენდული იქნება წითელი ფერის სამოსი. შეხედეთ ფოტოს, ვიკი წითელ კლასიკურ შარვალს იდეალურად უხამებს ზოლებიან, რეტროს სტილის სვიტერს. ტრენდულმა გოგონებმა შეგიძლიათ თავადაც სცადოთ ეს სტილი.
3. ყველაფერი შავი - 2019 წელს მოდური იქნებით, თუ აბსოლუტურად ყველაფერს შავს ჩაიცვამთ. ეს გარდა ტრენდული სტილისა, ყველაზე ელეგანტური და დახვეწილი ქალების სტილია.
4. ლეოპარდის პრინტის სამოსი - ასეთი სამოსი 2018 წელსაც მოდაში იყო, თუმცა 2019-ში ის განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს.
5. შეუსაბამეთ ერთმანეთს შარვლისა და სვიტერის, ან პიჯაკის ფერი - ეს კლასიკური სტილის მოყვარული ქალებისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა.
თემები: ტრენდი, ქალები, რჩევები, ვიქტორია ბექჰემი, 2019 წლის ტენდენციები
<a href="https://www.whowhatwear.com">https://www.whowhatwear.com</a>