რატომ გამოიყურებიან მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი ყველა ფოტოში შთამბეჭდავად? - ფოტოს გადაღების 11 საიდუმლო პრინცესებისგან
- 24.12.2018
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი მომხიბვლელი და შარმიანი ქალები არიან. ორივე მათგანი გამოირჩევა სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით და დახვეწილი მანერებით, მაგრამ მათი უნარი გამოიყურებოდნენ ყველა ფოტოში შთამბეჭდავად, განსაკუთრებულ აღფრთფოვანებას იწვევს.
როგორი ლამაზიც უნდა იყოს ადამიანი, თითქმის შეუძლებელია, რომ ყველა ფოტოში მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. რაც შეეხება მეგან მარკლსა და ქეით მიდლტონს, ძალიან რთულია ინტერნეტსივრცეში იპოვნოთ ფოტოები, რომლებშიც ეს ქალები კარგად არ გამოიყურებიან.
ვნახოთ 11 მთავარი მეთოდი, რომელთა წყალობითაც მეგანი და ქეითი ახერხებენ, რომ ყველა ფოტოში მომხიბვლელები იყონ.
11. ბუნებრიობა - მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებენ, წვეულებაზე არიან, თუ ოჯახთან ერთად ატარებენ დროს, ქეითისა და მეგანის მაკიაჟი ყოველთვის მსუბუქია და მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი აქვს. ნეიტრალური ფერის ტუჩსაცხი და ცოტაოდენი ჰაილაითერი - პრინცესების მაკიაჟი მზადაა.
10. თვალებით კონტაქტი - ქეით მიდლტონი კამერას პირდაპირ არ უყურებს და კამერასთან თვალებით კონტაქტს თითქმის ყოველთვის ერიდება.
9. პროფილი - ფოტოების გადაღების დროს მეგან მარკლი ხშირად თავს გვერდზე აბრუნებს. ასეთ პოზაში გადაღებულ ფოტოებში პრინც ჰარის ცოლი განსაკუთრებით მომხიბვლელია.
8. საერთო სილუეტი - მეგანმა და ქეითმა იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამართულად დგომა. ეს ქალის ვიზუალს ელეგანტურობას ჰმატებს.
7. თავი გვერდზე, მხრები კი კამერის მიმართულებით - ასე ადამიანი უფრო მაღალი და გამხდარი ჩანს.
6. მათ იციან სხეულის რომელ ნაწილზე უნდა გააკეთონ აქცენტი - მაგალითად, მეგანს ლამაზი ფეხები აქვს და თავისი სამოსით, პოზირების მანერით, ხშირად უსვამს ხაზს ლამაზ ფეხებს.
5. მნიშვნელოვანია სამოსის ფერი - როგორც წესი, მეგანი და ქეითი ამჯობინებენ, რომ შეუსაბამონ სამოსის ფერები და ჭრელი ტანსაცმელი არ ჩაიცვან. ვიზუალი ასე უფრო ელეგანტური და დახვეწილია.
4. მათ იციან, როგორ დასხდნენ გრაციოზულად - შეხედეთ ქეითს. შეგიძლიათ მისგან ისწავლოთ, თუ როგორ დასხდეთ ისე, რომ ელეგანტურობა შეინარჩუნოთ და შესაბამისად, ფოტოზეც მომხიბვლელი იყოთ.
3. ღიმილი - მეგობრული და ღიმილიანი მზერა უმნიშვნელოვანესია. იშვიათად ნახავთ ფოტოს, სადაც სასექსის ჰერცოგინია არ იღიმის და გარშემომყოფებს მეგობრულად არ უყურებს. ეს, რა თქმა უნდა, ფოტოებზეც აღიბეჭდება და მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს.
2. ხელები - ფოტოს გადაღების დროს ხშირად ვერ ვხვდებით „რა ვუყოთ ხელებს“, როგორ პოზაში გვქონდეს. ქეითმა კი, შესანიშავად იცის, როგორ ჰქონდეს ხელები ისე, რომ საერთო ვიზუალი ელეგანტური და მომხიბვლელი გამოვიდეს.
1. აქსესუარები - როცა იცით, რომ გიღებენ, აჩვენეთ კამერას აქსესუარები. მეგანი ხშირად იქცევა ასე. აჩვენებს თავის ბეჭედს, საყურეს, ან რომელიმე სხვა სამკაულს, რომელიც იმ მომენტში უკეთია. შეხედეთ ფოტოებს და თავად დარწმუნდებით ამას როგორი გრაციოზულობით აკეთებს.
თემები: ფოტოები, პრინცესები, ვარსკვლავები, დედოფალი, კეიტ მიდლტონი, მეგან მარკლი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია