ჰოლივუდის ვარსკვლავების სრულყოფილი ღიმილი ყველასთვის სანატრელია. სინამდვილეში, ამ ადამიანების ულამაზესი თეთრი კბილები, უმეტეს შემთხვევაში, არ არის ნამდვილი და სრულყოფილებას მათ მხოლოდ კბილების გაკეთების შემდეგ მიაღწიეს.

ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი სტომატოლოგების ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ.

1. ტომ კრუზი - ტომ კრუზს ყველანი თავისი მომხიბვლელი ღიმილით ვიცნობთ, მაგრამ მისი ღიმილი ყოველთვის ასეთი ლამაზი არ ყოფილა. ტომმა კბილები გაისწორა და გაითეთრა.

2. ჰილარი დაფი - კოსმეტიკური სტომატოლოგიის ეფექტი.

3. ჯორჯ კლუნი - კლუნმა კბილები გაისწორა, ოდნავ დაამოკლა, გაითეთრა და ახლა თავისი მბრწყინავი ღიმილით ყველას გვხიბლავს.

4. ვიქტორია ბეკჰემი - სანამ მოდის სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი და წარმატებული გახდებოდა, ვიკის არც ისე ლამაზი კბილები ჰქონდა. თუმცა მანაც მიმართა კოსმეტიკურ სტომატოლოგიას. ვიქტორიამ კბილები გაისწორად და გაითეთრა.

5. ჯიმ ქერი - დღეს მსახიობს მომხიბვლელი ღიმილი აქვს, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

6. ბენ აფლეკი - მომხიბვლელმა მსახიობმა თავის ვიზუალს კბილების კოსმეტიკურად გაკეთების, გათეთრების შემდეგ კიდევ უფრო სრულყოფილი სახე მისცა.

7. კრის როკი - მსახიობმა 1997 წელს კბილების მოსაწესრიგებლად 150 000 დოლარი გადაიხადა. შედეგი სახეზეა.

8. 50 cent - რეპერს 50 000 დოლარი დასჭირდა ჰოლივუდური ღიმილისთვის.

9. კორტნი ლავი - როკ მუსიკოსი ღიად საუბრობს ხოლმე თავის პლასტიკურ ოპერაციებზე და არ მალავს, რომ კბილებიც ხელოვნური აქვს.

10. კეტრინ ზეტა ჯონსი - მომხიბვლელ მსახიობს კბილები გასწორებული და გათეთრებული აქვს.

11. ნიკოლას ქეიჯი - კომიკოსმა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლები, მსგავსად სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებისა, კბილების გასწორებისა და გათეთრების შემდეგ მიიღო.

12. ჯენის დიკინსონი - მან კბილები დაიპატარავა, გაისწორა და გაითეთრა.

13. მაილი საირუსი - მაილი დენტალური პრობლემების მოგვარებას დიდ დროს უთმობს, თუმცა იდეალური ფორმა მის კბილებს ჯერ არ აქვთ მიღებული

14. ბრიუს სპრინგსტონი - როკ ვარსკვლავმა კბილები გაითეთრა და გაისწორა, თუმცა განსაკუთრებული მახასიათებელი მაინც დაიტოვა.

15. მაიკლ დუგლასი - ჰოლივუდში დუგლასის კბილებზე ასე ხუმრობენ - ნუ შეხედავთ მის კბილებს პირდაპირ, შეიძლება ელვარებამ დაგაბრმავოთ კიდეც.

16. სელინ დიონი - მომღერლის ვიზუალი კბილების მოწესრიგებამ მნიშვნელოვნად შეცვალა.

17. ზაკ ეფრონი - ბავშვობაში ზაკს კბილებს შორის დიდი დაშორებები ჰქონდა, თუმცა მან პრობლემა მალევე მოაგვარა და დღეს ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ღიმილი აქვს.

18. Steve - O - სტივი საზოგადოების წინაშე თითქმის ერთი წელი არ ჩნდებოდა და ეს დრო მან კბილების მოწესრიგებას მოახმარა.