LIFE

6 საახალწლო ფილმი, რომლებსაც შვილებთან ერთად უნდა უყუროთ

6 საახალწლო ფილმი, რომლებსაც შვილებთან ერთად უნდა უყუროთ

ახალი წლის დღეებში ბედნიერი და პოზიტიური ემოციებით დატვირთული ფილმების ნახვა ადამიანების დიდი ნაწილის საყვარელი საქმიანობაა.

ამჯერად ვნახოთ 7 საახალწლო ფილმი, რომლებსაც შეგიძლიათ შვილებთან ერთად უყუროთ და მათთან ერთად კიდევ ერთხელ დაიმუხტოთ დადებითი ემოციებით.

1. „მარტო სახლში“/HOME ALONE - კლასიკა, რომელიც წლებია არ გვბეზრდება და ახალი წელი ამ ფილმის გარეშე წარმოუდგენელია. პატარა კევინის საალისო თავგადასავალს შვილებთან ერთად კიდევ ერთხელ შეგიძლიათ უყუროთ და გვერწმუნეთ ამ ჯერზეც ისიამოვნებთ. 

2. „რუდოლფი, წითელცხვირა ირემი“/RUDOLPH THE RED NOSED REINDEER - ეს ფილმი ყველა ასაკის ადამიანს ხიბლავს, თუმცა მასში გადმოცემული ამბით განსაკუთრებულ სიამოვნებას ბავშვები იღებენ. 

3. „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“/HOW THE GRINCH STOLE CHRISTMAS - გრინჩის ამბავზე არაერთი ფილმი არსებობს, მაგრამ კლასიკური და ალბათ ადამიანთა უმეტესობის ფავორიტი ის ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ჯიმ ქერი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ფილმი არაერთხელ გაქვთ ნანახი, მასში ბევრ ახალს აღმოაჩენთ და შვილებთან ერთად კიდევ ერთხელ იმოგზაურებთ ჯადოსნურ სამყაროში. 

4. FROSTY THE SNOWMAN - ეს 25 წუთიანი ანიმაციური ფილმია, რომელიც განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მოსწონთ.

5. „ელფი“/Elf -ეს ძალიან მხიარული ფილმი თქვენ და თქვენს შვილებს სადღესასწაულო განწყობაზე დაგაყენებთ და ახალი წლის ჯადოსნურობაში დაგარწმუნებთ. 

6. „საშობაო არდადეგები“/NATIONAL LAMPOON’S CHRISTMAS VACATION - შესაძლოა, ეს თქვენი შვილების ფავორიტი ფილმიც გახდეს. მასში გრისვოლდების ოჯახის საინტერესო და სახალისო საშობაო ამბავია აღწერილი.



<a href="https://movies.allwomenstalk.com">https://movies.allwomenstalk.com</a>